ტყის კოდექსის პროექტი, რომელიც ტყესა და მის მართვასთან დაკავშირებულ საკითხებს არეგულირებს, მართლმადიდებელი ეკლესიისთვის ტყის გადაცემის შესაძლებლობას ადგენს. მუსლიმთა კავშირის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ ეს ჩანაწერი დისკრიმინაციულია. რა წერია კანონში და რა პოზიცია აქვთ გარემოს დაცვის სამინისტროში?

ინფრასტრუქტურის სამინისტრო სამეგრელოში ლებარდეს კურორტის რეაბილიტაციას გეგმავს. აქ უნდა გაშენდეს - სასტუმროები, სანატორიუმები, ავტოსადგომი, სპორტული ობიექტები და საბაგირო გზა. სწორედ საბაგირო გახდა ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც ეგრისის ქედზე მიმდინარე დამოუკიდებელი კვლევის ავტორებმა გარემოს დაცვის სამინისტროს შენიშვნები გაუგზავნეს.

ნათია ამირანაშვილი

ხელუხლებელი გარემოს დაბინძურება, ხეობისთვის ტურისტული პოტენციალის დაკარგვა, კულტურული და ისტორიული მნიშვნელობის ნაგებობების საფრთხის წინაშე დაყენება - ეს იმ არგუმენტების მცირე ჩამონათვალია, რომელთა გამოც მოსახლეობა და სხვადასხვა დარგის სპეციალისტები პროექტის ეწინააღმდეგებიან. მათი თქმით, ამ გარემოებებიდან გამომდინარე, აუცილებელია, რუსეთთან დამაკავშირებელი მაგისტრალის ასაშენებლად ალტერნატიული ადგილმდებარეობა შეირჩეს.

ნათია ამირანაშვილი

ამბროლაურიდან 25 კილომეტრში, რაჭის პატარა სოფელ ურავში დარიშხანის სუნი ისევ იგრძნობა. მოსახლეობა ცხოვრებას განაგრძობს, იზრდებიან ბავშვები, პურიც ცხვება, მაგრამ მათ ყოველდღიურობას დარიშხანის კვალი აჩრდილივით დღემდე დაჰყვება. სოფელში დარიშხანის ყოფილი საწარმოს ნანგრევები ახლა ქვეწარმავლების ბუდედ ქცეულა. აქ წინა საუკუნის 30-იანი წლებიდან 90-იანებამდე დარიშხანის მადანს ამუშავებდნენ. პროდუქცია საბჭოთა კავშირის პერიოდში გამოიყენებოდა როგორც სამხედრო, ასევე მრეწველობის სხვადასხვა დარგში.