ინტერვიუ
დასახლებულ პუნქტში ბრძოლა არის ყველაზე საშინელი რამ, რაც ბრძოლების ისტორიაში მოუგონიათ. სრულიად გამოუცნობი სცენარია. გამაგრებულ ქალაქზე თავდასხმა არის კატასტროფა. ეს იქნება სასაკლაო, ეს იქნება კოშმარი, რასაც არ ელის რუსეთის შეიარაღებული ძალები.
თქვენ სრული უფლება გაქვთ მიმითითოთ წარუმატებლობაზე, ამ თვალსაზრისით, თუმცა პარტიული ცხოვრების წარუმატებლობა ზოგადად ქვეყანაში უფრო დიდ დროს ითვლის. და ამასთან წარუმატებლობა აქამდე არ ნიშნავს იმას, რომ არ ვეცადოთ წარმატების მიღწევას მომავალში.
„აქ საუბარი ხომ არ არის დირექტორად დანიშვნაზე“,- ამბობს გიორგი ჭაუჭიძე და განმარტავს, რომ აქ საუბარია სამეურვეო საბჭოებისთვის მრავალფეროვანი, კონკურენტული არჩევანის შესაძლებლობაზე, რათა წარდგენილი კანდიდატებიდან აარჩიოს საუკეთესო, მისი შეფასებით კი მიღებული გადაწყვეტილებით „კანდიდატად წარდგენაზეც თქვეს უარი, თქვეს, რომ არ შეიძლება ეს კაცი წარუდგეს სამეურვეო საბჭოსო, დარწმუნებული ვარ, დიდი ალბათობით არც ამირჩევდნენ და ასე რატომ მოქცნენ მართალა მაინტერესებს, კანდიდატად წარდგენას წინ რაღა ედგა? სამეურვეო საბჭოსთვის ჩემი პრეზენტაცია რამეს დააშავებდა?“
მოხდა ციური კატასტროფა. კოსმოსური ჯახი და ამან ჩვენი ორბიტა გადააწყო დამღუპველ ტრაექტორიაზე. ეს აღარაა ორბიტა, რომელიც გასაძლისია. ამ ორბიტაზე მყოფმა ქვეყანამ შეუძლებელია, რაიმე დემოკრატიულთან მიახლოებული საზოგადოება შექმნას, რაიმე განვითარების პერსპექტივა ჰქონდეს.
ყველაფერი 20 მარტს დაიწყო. პარასკევი დღე იყო. სამსახურიდან დაბრუნებულმა თავი სუსტად იგრძნო, მოგვიანებით კი, როცა სიცხე 38-ს გადასცდა, სასწრაფო გამოიძახა.
გასულ კვირას 2020 წლის სკოლის ლიდერობის ეროვნული კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდნენ. გრანპრის მფლობელი ილია ჭავჭავაძის სახელობის ქალაქ საჩხერის №2 საჯარო სკოლის დირექტორი, ლიკა გომართელი გახდა. სკოლას, რომელშიც 600 მეტი მოსწავლე სწავლობს, ლიკა გომართელი 2014 წლიდან ხელმძღვანელობს. ინტერვიუს მიმდინარეობისას მიმოვიხილეთ მათი სასკოლო გამოწვევები და ის გამოცდილება, რომელიც საჩხერის მე-2 საჯარო სკოლას გამორჩეულს ხდის. მან მოგვიყვა, რატომ და როდის დაუკავშირა პროფესიული საქმიანობა სკოლას;
რატომ გაუჩნდა ადგილობრივ მოსახლეობას უსამართლობის განცდა? რატომ აპროტესტებენ კანიონის გასხვისებას? რა არის მათი მოთხოვნები და როგორ აპირებენ პროტესტის გაგრძელებას? – „პუბლიკა“ ადგილობრივ ცოტნე თვარაძეს ესაუბრა, რომელიც აქტიურადაა ჩართული როგორც საპროტესტო აქციების ორგანიზებაში, ასევე კომპანიისა თუ სახელმწიფოს წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრებში.
ბევრ შემთხვევაში, მკაცრი სასჯელი არ არის კონკრეტული შედეგის მომტანი. ამან შეიძლება მოკლევადიანი შედეგი მოგვიტანოს, მაგრამ მას თუ არ ახლავს რესოციალიზაციის პროგრამები, რეაბილიტაციის პროგრამები, თუ არ მუშაობს სოციალური მუშაკი, ფსიქოლოგი, სპეციალური გუნდი მსჯავრდადებულთან, პენიტენციურ დაწესებულებასა და მართლმსაჯულების სისტემაშიც, განმეორებითი დანაშაულის რისკმა შეიძლება მოიმატოს კიდეც, არამცთუ დაიკლოს.
„თვითონ სკოლების მართვა დღეს არ არის მაინცდამაინც დემოკრატიული. თავისუფლება კი მოითხოვს დემოკრატიულ მართვას, იმისათვის რომ გამჭვირვალე იყოს გადაწყვეტილებები, რომლებიც უნდა მიიღონ სკოლებმა ავტონომიის პირობებში.“
ჩემი აზრით, უკრაინასთან მიმართებაში ჩადენილი დანაშაულის შემდეგ, საერთაშორისო თანამეგობრობამ სათანადო პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დააყენოს და რამდენად აქვს მას ეს რესურსი, ცოტა ხანში გამოჩნდება. იმედი ვიქონიოთ, რომ ეს რეაგირება შედეგს გამოიღებს.
9 აპრილიდან მოყოლებული რუსეთმა მთელი ჩემი თაობა ჩააწვინა მიწაში, ჯოჯოხეთად გვიქცია ჩემი ანგელოზივით სამშობლო. ასე რომ, მე ამ სახელმწიფოსთან (ეთნიკურ წარმომავლობაზე საუბარი, ცხადია, სისულელეა) ჩემი პირადი ანგარიშებიც მაქვს.
- 1
- 2