სალომე გორგოძე

ბოლო ათწლეულზე მეტია, საერთაშორისო კვლევის – PISA-ს შედეგები მიუთითებს ქართველი მოსწავლეების აკადემიურ მიღწევებს შორის უთანასწორობაზე, მათი სოციალურ-ეკონომიკური შესაძლებლობების, სკოლების ადგილმდებარეობისა და ტიპის, ასევე სწავლების ენის მიხედვით.

სალომე გორგოძე

„თვითონ სკოლების მართვა დღეს არ არის მაინცდამაინც დემოკრატიული. თავისუფლება კი მოითხოვს დემოკრატიულ მართვას, იმისათვის რომ გამჭვირვალე იყოს გადაწყვეტილებები, რომლებიც უნდა მიიღონ სკოლებმა ავტონომიის პირობებში.“

პუბლიკა

ამერიკის საელჩოსთან თანამშრომლობით, თბილისს კიბერსივრცის პოლიტიკისა და კიბერუსაფრთხოების წამყვანი ამერიკელი სპეციალისტი მელისა ჰეთეუეი სტუმრობდა. თბილისში ყოფნისას მელისა ჰეთეუეის „პუბლიკა“ კიბერუსაფრთხოების არსებულ გამოწვევებზე, ბავშვებში ტექნოლოგიური უნარების განვითარების მნიშვნელობასა და ტექნოლოგიების სფეროში ქალების გაძლიერების გზებზე ესაუბრა.

სალომე გორგოძე

რატომ გაუჩნდა ადგილობრივ მოსახლეობას უსამართლობის განცდა? რატომ აპროტესტებენ კანიონის გასხვისებას? რა არის მათი მოთხოვნები და როგორ აპირებენ პროტესტის გაგრძელებას? –  „პუბლიკა“ ადგილობრივ ცოტნე თვარაძეს ესაუბრა,  რომელიც აქტიურადაა ჩართული როგორც საპროტესტო აქციების ორგანიზებაში, ასევე კომპანიისა თუ სახელმწიფოს წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრებში.

სალომე გორგოძე

„აქ საუბარი ხომ არ არის დირექტორად დანიშვნაზე“,- ამბობს გიორგი ჭაუჭიძე და განმარტავს, რომ აქ საუბარია სამეურვეო საბჭოებისთვის მრავალფეროვანი, კონკურენტული არჩევანის შესაძლებლობაზე, რათა წარდგენილი კანდიდატებიდან აარჩიოს საუკეთესო, მისი შეფასებით კი მიღებული გადაწყვეტილებით „კანდიდატად წარდგენაზეც თქვეს უარი, თქვეს, რომ არ შეიძლება ეს კაცი წარუდგეს სამეურვეო საბჭოსო, დარწმუნებული ვარ, დიდი ალბათობით არც ამირჩევდნენ და ასე რატომ მოქცნენ მართალა მაინტერესებს, კანდიდატად წარდგენას წინ რაღა ედგა? სამეურვეო საბჭოსთვის ჩემი პრეზენტაცია რამეს დააშავებდა?“

სალომე გორგოძე

ბევრ შემთხვევაში, მკაცრი სასჯელი არ არის კონკრეტული შედეგის მომტანი. ამან შეიძლება მოკლევადიანი შედეგი მოგვიტანოს, მაგრამ მას თუ არ ახლავს რესოციალიზაციის პროგრამები, რეაბილიტაციის პროგრამები, თუ არ მუშაობს სოციალური მუშაკი, ფსიქოლოგი, სპეციალური გუნდი მსჯავრდადებულთან, პენიტენციურ დაწესებულებასა და მართლმსაჯულების სისტემაშიც, განმეორებითი დანაშაულის რისკმა შეიძლება მოიმატოს კიდეც, არამცთუ დაიკლოს. 

ზურა ვარდიაშვილი

9 აპრილიდან მოყოლებული რუსეთმა მთელი ჩემი თაობა ჩააწვინა მიწაში, ჯოჯოხეთად გვიქცია ჩემი ანგელოზივით სამშობლო. ასე რომ, მე ამ სახელმწიფოსთან (ეთნიკურ წარმომავლობაზე საუბარი, ცხადია, სისულელეა) ჩემი პირადი ანგარიშებიც მაქვს. 

პუბლიკა

ჩემი აზრით, უკრაინასთან მიმართებაში ჩადენილი დანაშაულის შემდეგ, საერთაშორისო თანამეგობრობამ სათანადო პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დააყენოს და რამდენად აქვს მას ეს რესურსი, ცოტა ხანში გამოჩნდება.  იმედი ვიქონიოთ, რომ ეს რეაგირება შედეგს გამოიღებს. 

თათია ხალიანი

ეს არის ერთმნიშვნელოვანი დასტური, რამდენად ცდება სახელმწიფო, როდესაც ცდილობს, ქართული საზოგადოება ბარბაროსების ერთობად დასახოს და როგორ მანიპულირებს ამით თვითონ. ასევე დასტურია იმის, რომ ყოველგვარი ლაპარაკი, თითქოს არაფრის კეთებას არ აქვს აზრი და ფარ-ხმალი დავყაროთ,  წავიდეთ ემიგრაციაში ყველანი, მსუბუქად რომ ვთქვა, შეცდომაა.

ზურა ვარდიაშვილი

მოხდა ციური კატასტროფა. კოსმოსური ჯახი და ამან ჩვენი ორბიტა გადააწყო დამღუპველ ტრაექტორიაზე. ეს აღარაა ორბიტა, რომელიც გასაძლისია. ამ ორბიტაზე მყოფმა ქვეყანამ შეუძლებელია, რაიმე დემოკრატიულთან მიახლოებული საზოგადოება შექმნას, რაიმე განვითარების პერსპექტივა ჰქონდეს.

ზურა ვარდიაშვილი

დასახლებულ პუნქტში ბრძოლა არის ყველაზე საშინელი რამ, რაც ბრძოლების ისტორიაში მოუგონიათ. სრულიად გამოუცნობი სცენარია. გამაგრებულ ქალაქზე თავდასხმა არის კატასტროფა. ეს იქნება სასაკლაო, ეს იქნება კოშმარი, რასაც არ ელის რუსეთის შეიარაღებული ძალები. 

  • 1
  • 2