კულტურა
გამოჩენილი იტალიელი მხატვარი, მწერალი, ისტორიკოსი და არქიტექტორი, ჯორჯო ვაზარი, ძალზე მოკლედ წერს ლუკრეციას შესახებ თავის საყოველთაოდ ცნობილ ნაშრომში, რომელსაც ასეთი სათაური აქვს: „ყოვლად ბრწყინვალე მხატვართა, მოქანდაკეთა და არქიტექტორთა ცხოვრებანი“.
„ქალაქი, რომელსაც ზღვა აქვს“ – ეს არის პროექტი, რომელშიც მოსაზღვრე მდგომარეობა იგულისხმება. უფრო ზუსტად, ეს არის ცხოვრება ხმელეთსა და ზღვას შორის; ერთდროულად გამოთხოვება სახმელეთო თავგადასავლებთან და მიპატიჟება ზღვის უსასრულო ჰორიზონტისკენ.
70-წუთიან წარმოდგენაში ყველაზე საინტერესო მაინც რიტუალური თეატრის ელემენტებისა და ქორეოგრაფიული ენის შერწყმაა, რომელიც მკაცრ რეჟისურას, ტემპო-რიტმსა და გამომსახველობას ემორჩილება. ამოსავალი წერტილი ისევ ვაჟას პოეზიაა, რომელსაც ზუსტად გააზრებული რეჟისურის გარდა, მხატვრისა და სცენოგრაფის, ლელა ფერაძის ნამუშევარი და ნანა ყორანაშვილის ეფექტური კოსტიუმებიც ავსებს.
ჯუზეპე ვერდი რომ თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის ყველაზე პოპულარული და „შინაური“ კომპოზიტორია, 17 ივლისს გამართულმა საოპერო გალამაც დაადასტურა. პანდემიის გამო, წელიწადნახევრიანი ჩაკეტილობის შემდეგ ეს პირველი შემთხვევა იყო, როდესაც პუბლიკამ სცენაზე საოპერო დასის სრული და მრავალფეროვანი შემადგენლობა იხილა.
ეს დემნა გვასალიას ჩვეული, დამაბნეველი და მოხდენილი ტექსტია, რითაც ის კრისტოფერ ბალენსიაგას სალონში, 1968 წლის შემდეგ მოწყობილ პირველ Haute Couture ჩვენებას ეხმიანება. რამდენიმე დღის წინ, 7 ივლისს, პარიზის მოდის კვირეულის ფარგლებში გამართული ჩვენება ლეგენდარული ესპანელი დიზაინერის სალონში, აღიქმება როგორც 21-ე საუკუნის გადაძახილი მეოცე საუკუნის 60-იან წლებთან.
მოლიერის ბოლო პიესა სახელწოდებით „ეჭვით ავადმყოფი“, რომელიც რეჟისორმა საბა ასლამაზიშვილმა დადგა, კარგი მაგალითია, რომ ექსტრემალური სიტუაცია ზოგჯერ უკეთ აფხიზლებს, ვიდრე ნაყოფიერი შემოქმედებითი სიმშვიდე. ასე რომ, სპექტაკლი, რომელსაც რეჟისორმა „ავადმყოფობის სიმულაცია“ უწოდა, რეალურობის შეგრძნებას სიმულაკრის დახმარებით ქმნის.
აღსანიშნავია, რომ თავის დროზე კარდიფის საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებულები იყვნენ: ცნობილი ფინელი სოპრანო კარიტა მატილა (1983), სახელოვანი რუსი ბარიტონი დიმიტრი ხვოროსტოვსკი (1989), შვედი სოპრანო კატერინა კარნეუსი (1995), გერმანელი სოპრანო ანია ჰარტეროსი (1999).
გასული საუკუნის საფრანგეთის 50-60-იანი წლები საინტერესოა როგორც კინოს, ასევე მოდის მოყვარულთათვის. ამ პერიოდში განიცდის აყვავებასა და ერთგვარ აღორძინებას ორივე ინდუსტრია. 50-60-იანების ფრანგული მოდა სოციალური თვალსაზრისით უმნიშვნელოვანესია, ისევე როგორც კინო.
გაბრიაძემ შექმნა მაყურებლის საოცარი სიყვარულით გამთბარი და მსოფლიოში აღიარებული თოჯინების თეატრი, რომლის გარეშეც დღეს თბილისის წარმოდგენა შეუძლებელია... მაგრამ უპირველეს ყოვლისა, თავს მხატვრად და მოქანდაკედ მიიჩნევდა. როგორც გაბრიაძემ აღნიშნა: „მხატვრობა ჩემი მთავარი პორტია და მე ის სულ მენატრება, განსაკუთრებით როდესაც ზღვაში ვცურავ“...
პოლი სწორედ ამიტომ სჯის სტელას - თავს დაესხმება დაკითხვისას და დაუნდობლად სცემს. გიბსონი ძლიერ ჰგავს მისგან დახოცილ ქალებს: ისიც კარიერისტი, ამბიციური ქალია, არ ჰყავს ქმარ-შვილი და პროფესიულ ცხოვრებას უთმობს მთელ დროს. სპექტორს გული სწყდება, რომ ვერ მოახერხა მისი მოკვლა.
რადიოსპექტაკლი საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 103 წლისთავის აღსანიშნავად გავიდა ეთერში. ცნობილია, რომ დამოუკიდებლობის აქტი საქართველოს ეროვნულმა საბჭომ დამფუძნებელი სხდომის დამთავრებისთანავე, 1918 წლის 26 მაისს, 17 საათსა და 10 წუთზე მიიღო. სიმბოლურია, რომ რადიოსპექტაკლ „პირველი აქტის“ პრემიერაც თიბისის ფეისბუკ-პლატფორმაზე სწორედ 26 მაისს, 17 საათა და 10 წუთზე დაიწყო...
დოკუმენტური ფილმის პრემიერა რამდენიმე საერთაშორისო ფესტივალზეც გაიმართა. პანდემიის გამო კი მხოლოდ ონლაინ ჩვენება მოეწყო და ისიც ეროვნული კინოცენტრის ოფიციალურ ფეისბუკ გვერდზე. ამჯერად, ფილმს „დიდება დედოფალს“ მაყურებელი 4 ივნისიდან, კინოთეატრ „ამირანში“ ნახავს.