ზურა ვარდიაშვილი

მე ხომ სამი თვის განმავლობაში დღეში 5-ჯერ ვამბობ, რომ პარლამენტში არ შევდივარ „ნაციონალური მოძრაობის“ გარეშე და ამ დროს ისევ ჩემი აზელვა ალეკო ელისაშვილთან, რომელიც შევა პარლამენტში და მე არ შევალ. ეს იცის ქართულმა მედიამაც და ამას აკეთებენ შეგნებულად, არ გავაკრიტიკო? უნდა ვიყო გულწრფელი, თუ მედიას კოჭი გავუგორო. ჩვენ გულწრფელები ვართ.

პუბლიკა

„ვთვლი, რომ ჩემი მისია შესრულებულია. მივიღე გადაწყვეტილება, საბოლოოდ დავტოვო პოლიტიკა და სრულად ჩამოვცილდე მართვის სადავეებს. მე ვტოვებ როგორც პარტიის თავმჯდომარის პოსტს, ისე საკუთრივ პარტიასაც და ჩემს 2011 წლამდელ, კერძო ცხოვრების წესს ვუბრუნდები, “– დღეს ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკიდან წასვლის შესახებ წერილი გაავრცელა.

„სერგეი შამბა თბილისს: „მზად ვართ დიალოგისთვის“, „შამბა თბილისთან დიალოგზე ისევ საუბრობს“ - 2020 წელს ამ სათაურებით ქართულ მედიაში არაერთ ახალ ამბავს ნახავდით - ზაფხულში, შემოდგომით თუ ზამთარში, სულ რამდენიმე დღის წინაც კი. რატომ სურთ აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებაში თბილისთან პირდაპირი დიალოგი და რას ფიქრობენ ამაზე საქართველოს მთავრობაში? რის მოცემა შეუძლია აფხაზებთან პირისპირ დიალოგს და ვკარგავთ თუ არა მათთან საუბრის შანსს?

შესაძლებელია თუ არა ვადამდელი არჩევნების ჩატარება? უნდა შევიდეს თუ არა ოპოზიცია პარლამენტში და რა გამოსავალია მოცემული სიტუაციიდან? ამ საკითხებზე „პუბლიკამ“ „რესპუბლიკური პარტიისა“ და ბლოკ „ძალა ერთობაშიას“ წევრთან დავით ბერძენიშვილთან ისაუბრა.

ბასტი მგალობლიშვილი

წინასწარი მონაცემებით, საქართველოს 150-კაციან პარლამენტში 8 ოპოზიციურმა პარტიამ პროპორციული სიით ჯამში 59 მანდატი მოიპოვა. სავარაუდოდ, 17 მაჟორიტარულ ოლქში კი დაინიშნება მეორე ტური. „ქართულმა ოცნებამ“ საპარლამენტო უმრევლესობის მოსაპოვებლად სულ მცირე 2 ოლქში მაინც უნდა გაიმარჯვოს, ოპოზიციამ კი - ჩვიდმეტივეში.

პუბლიკა

2020 წლის 31 ოქტომბერს საქართველოს მოსახლეობა 1990 წლის შემდეგ მეცხრედ აირჩევს საქართველოს პარლამენტს

პუბლიკა

როგორც ვხედავთ, განათლების და ჯანდაცვის სფეროში მნიშვნელოვან პოლიტიკურ პარტიებს საკმაოდ განსხვავებული და მრავალფეროვანი შეხედულებები გააჩნიათ, რომლებიც იშვიათი გამონაკლისების შემთხვევაში, ტრადიციულ მემარჯვენე-მემარცხენეობის თუ ლიბერალ-კონსერვატორობის ჩარჩოებშიც ჯდება.

პუბლიკა

საბოლოო ჯამში, „სააჩევნო კომპასი - საქართველოს“ მეშვეობით, შესაძლებელია პარტიების პოზიციებისა და ასევე საკუთარი პოზიციების უკეთესად გარკვევა. თუმცა პარტიები მხოლოდ საგარეო პოლიტიკური დაპირებებით არ შემოიფარგლებიან და სხვა ისეთ სფეროებშიც განსხვავდება მათი პოზიციები, როგორიცაა ეკონომიკა, ჯანდაცვა, განათლება, მართლმსაჯულება და სხვა. შესაბამისად, მნიშნელოვანია, ამომრჩეველმა ინფორმირებული არჩევანი გააკეთოს საარჩევნო ყუთთან და იცოდეს, რა მოლოდინი ჰქონდეს მის მიერ არჩეული ახალი მთავრობისგან, რათა უკეთესად მოხდეს ხელისუფლების ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფა.

ლევან სებისკვერაძე

სპორტისა და პოლიტიკის გადაკვეთის შესახებ რამდენიმე საინტერესო ისტორია არსებობს. ალბათ საინტერესოა ეს მართლაც უცნაური და ერთი შეხედვით დაუჯერებელი ამბები, რომელთა შესახებ უამრავი ლეგენდა და დოკუმენტური მასალა არსებობს.

„საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ ხელმძღვანელი გიორგი მშვენიერაძე, რომლის ორგანიზაციაც ივერი მელაშვილს იცავს, „პუბლიკასთან“ საუბრობს, რატომ მისდევდა კომისია აზერბაიჯანთან საზღვრის შეთანხმებისას მაინცდამაინც 1938 წლის შეთანხმებას და არ იყენებდა რუკას, რომლითაც შეიძლებოდა დამატებით გარკვეული ტერიტორიები მიგვეღო.

დავით გარეჯის საკითხზე სადელიმიტიაციო კომისიის ყოფილი წევრები ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა პროკურატურამ საქართველოს საწინააღმდეგო მოქმედებების ბრალდებით 7 ოქტომბერს დააკავა. ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა ბრალს არ აღიარებენ და ჰყვებიან, რატომ არის უსაფუძვლო მტკიცებულება პროკურატურის მიერ წარმოდგენილი რუკა, რომლის გამოუყენებლობასაც მათ ედავებიან.

ეკა მაღალდაძე

ათწლეულების განმავლობაში მოუგვარებელი კონფლიქტის ახალ განზომილებებზე, მდგომარეობის ახლანდელი გამწვავების მიზეზებზე, თურქეთისა და რუსეთის ინტერესებზე და ასევე საქართველოსთვის არსებულ რისკებზე და მის შესაძლო როლზე, "ამერიკის ხმას" "კარნეგის ფონდის" ევრაზიის პროგრამის უფროსი მკვლევარი, პოლ სტრონსკი ესაუბრა.