პუბლიკა

უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან ერთი წელი გავიდა. საქართველოში ამ დროისთვის უკრაინიდან რუსეთის აგრესიას გამოქცეული ასობით ლტოლვილი ცხოვრობს. ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრობლემად უკრაინელი ლტოლვილები სამედიცინო საკითხებს ასახელებენ. სახელმწიფოს პოლიტიკა, რომელიც უნდა ზრუნავდეს ლტოლვილების ფსიქო–სოციალურ, სამედიცინო და სხვა საჭიროებებზე, ბუნდოვანია. ომის დაწყების პირველ თვეებში კერძო და სახელმწიფო ინიციატივის ფარგლებში აქ მყოფი ლტოლვილები ახერხებდნენ სამედიცინო მომსახურების უფასოდ მიღებას, ახლა კი ხელმისაწვდომი აღარაა სამედიცინო სერვისები და საჭიროების შემთხვევაში, მასში საქართველოს მოქალაქეებზე 35%-ით მეტის გადახდა უწევთ, რაც ბევრისთვის რთული გამოწვევაა.

პუბლიკა

პუტინის ომს, სამხედრო მობილიზაციასა და დასავლეთის სანქციებით გამოწვეულ კრიზისს გამოქცეული რუსეთის მოქალაქეები თავს მეზობელ სახელმწიფოებს აფარებენ. მიგრანტებისთვის ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ ადგილად, უვიზო რეჟიმისა თუ სხვა მრავალი ხელსაყრელი ფაქტორის გამო, საქართველოც იქცა. 24 თებერვლის შემდეგ რუსები ქვეყნის ჩრდილოეთ საზღვარს მოაწყდნენ, რამაც საქართველოს მსგავს პატარა ეკონომიკაზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია.

აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი საქართველოში თავის დიპლომატიურ მისიას ასრულებს. როგორ შეაფასებდა მისი აქ ყოფნის სამ წელს, საქართველოს წინაშე არსებულ გამოწვევებს, ქვეყნის პოზიციასა და „უცხოელი გავლენის აგენტების“ შესახებ კანონპროექტს? – ამ საკითხებზე „პუბლიკა“ კელი დეგნანს ესაუბრა.

გაბრიელ ჩუბინიძე

2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ საქართველოში საინფორმაციო ველი სრულად გადაფარა ომის ახალმა ამბებმა და ყველაფერი ერთ სიბრტყეში მოაქცია. ბაიდენის ვიზიტმა კიევსა და ვარშავაში, შემდეგ პუტინის 22 თებერვლის გამოსვლამ ყველას დაავიწყა ბჟანია-გაგლოევის სტუმრობა ჯერ კრემლში,  შემდგომ კი მინსკში. ამ შეხვედრას კი სოხუმში ამჯერად არა დადებითი, არამედ უარყოფითი გამოხმაურება მოჰყვა.

პუბლიკა

საქართველოში „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ კანონის მიღებას აპირებენ. კანონპროექტს, რომელიც უმრავლესობის დეპუტატებისგან დაფუძნებულმა ანტიდასავლურმა მოძრაობამ, „ხალხის ძალამ“ მოამზადა, მმართველი პარტია უჭერს მხარს.

პუბლიკა

რომელ გზას შეიძლება გულისხმობდნენ კარასინი და აბაშიძე ჩანაწერში, რაზე საუბრობს ზურაბ აბაშიძე და რა შეიძლება მოიაზრებოდეს „პერსპექტივაში არსებულ გეგმაში"

პუბლიკა

ლევან ხაბეიშვილი 35 წლისაა. როგორც პარლამენტის ვებგვერდის განათლების გრაფაში ვკითხულობთ, დაამთავრა ახალგაზრდა მეცნიერთა ასოციაციასთან არსებული უნივერსიტეტი „მცირე აკადემია“, ბიზნესის მიმართულება

ბასტი მგალობლიშვილი

21 ნოემბერს „ხალხის ძალის“ წარმომადგენელმა, დავით ქართველიშვილმა „პოს ტივის“ ეთერში არასამთავრობო ორგანიზაციების რეგულირების წესთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ინიციატივაზე საუბრისას აღნიშნა, რომ მოძრაობა კანონპროექტს აშშ-ში 1938 წელს მიღებული კანონის ანალოგისამებრ მოამზადებს

ალექსანდრე ქეშელაშვილი

როგორ აფასებენ ევროპარლამენტში საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს? ფიქრობენ თუ არა ბრიუსელში, რომ თბილისში პოლიტიკური ძალები თანამშრომლობასა და ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულებას შეძლებენ? ამ საკითხებზე „პუბლიკა“ ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონს ესაუბრა.

ბექა კობახიძე

22-23 თებერვალს ჟორდანიამ ტელეგრამები გაუგზავნა პარიზში მყოფ საქართველოს ელჩს - აკაკი ჩხენკელს. ინსტრუქცია იმეორებდა სტოქსის ნააზრევს - ჩხენკელს უნდა დაერწმუნებინა დასავლეთის ქვეყნები, რომ ამ უკანასკნელთ თურქეთი საქართველოს დახმარებაზე დაეყოლიებინათ.

„ჩემი გადაწყვეტილება არ არის მხოლოდ იმით განპირობებული, რომ ასპარეზს ვუთმობ შვილს, ამ გადაწყვეტილებას ვიღებ იმისთვის, რომ ირაკლის შეუძლია ქართულ პოლიტიკას ძალიან ბევრი გაუკეთოს მისი ცოდნიდან და მისი გამოცდილებიდან გამომდინარე.  გაუკეთოს უფრო მეტი, ვიდრე შემიძლია გავაკეთო მე იმ პოზიციებიდან, რომელზეც დღემდე ვიმყოფებოდი“, - განაცხადა კობახიძემ. 

პუბლიკა

„ჩვენ თუ შევძლებთ არჩევნებამდე ამ პიროვნების გლდანის ციხეში გადმოყვანას (სადაც მას წვდომა ექნება ტელეფონთან, შიდა განაწესის მიხედვით), ჩვენ მოვახერხებთ მუხიანის ქუჩის ბიჭები მხარდაჭერის მოპოვებას და საკმაო რაოდენობის ხმის მიღებას“