თვალსაზრისი
მწარეა იმაზე დაკვირვებაც, თუ როგორ ხდება ამ ხელ-ფეხშეკრულ მდგომარეობაშიც კი მათი მუდმივი ინსტრუმენტალიზება. ასე ჩუმად შემოპარებული მემარცხენე იდეოლოგიური ჩარჩო ხშირად ირონიული თუ კარიკატურული ტონის პარადიგმად იქცევა. დაუკვირვებელი თვალისთვისაც მაშინვე ნათელი ხდება, ქართულ ნეოლიბერალურ პოლიტიკაში წინასაარჩევნოდ როგორი მოცემულობის სივრცე თავისუფლდება სოციალური საკითხებისთვის და როგორი ილეთებით ხდება ამ სივრცის ათვისება.
ვისაც მხედველობა და სმენა გაგვაჩნია, სამყაროს ნანახით ან მოსმენილი ინფორმაციით აღვიქვამთ. ჩვენი შეგრძნების ორგანოთა ჩამოთვლას, არისტოტელედან მოყოლებული, მხედველობით ვიწყებთ, მეორე ადგილას კი აუცილებლად სმენას ვაყენებთ. სმენა განაპირობებს ჩვენს მეტყველებას და სრულყოფილი ენობრივი კომუნიკაციის შესაძლებლობას გვანიჭებს.
ამ პირობებში კერძო ბაღების უმეტესობა გაკოტრების პირას არის და შემოდგომაზე ვირუსის მეორე ტალღა საერთოდ კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს კერძო ბაღების არსებობას.
რომელმან აღიღოს ტაბურეტი, ტაბურეტითვე წარწყმდეს
26 თებერვალს საქართველოს უნივერსიტეტში სემესტრი უკვე დაწყებული გვქონდა, ქვეყანაში კოვიდ-19-ით ინფიცირების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ეპიდემიოლოგიური სამსახურის რეკომენდაციისამებრ, ხელისუფლებამ საბავშვო ბაღებში, სკოლებსა და უნივერსიტეტებში ორკვირიანი არდადეგები გამოაცხადა.
იმ ყველა სამწუხარო სტატისტიკას შორის, რომლებიც მთელ მსოფლიოში ვირუსის მიერ სიცოცხლის განადგურებას აღწერს, ჩემთვის ეს რიცხვი უფრო თვალშისაცემია. ის ნათელს ჰფენს იმ წარმოუდგენელ ტრაგედიას, რომელიც ზუსტად ჩვენ წინ არის დატრიალებული - მაგრამ გასაოცრად მცირე ყურადღებას იმსახურებს საზოგადოების მხრიდან.
ძალიან საწყენია. ახლაც კი, როდესაც პანდემიას ვებრძვით და ცნობებს თითოეული ახალი დაინფიცირებული ადამიანის შესახებ უფსკრულთან საგრძნობ მიახლოებად განვიხილავთ, არსებობს ერთი დიდი ჯგუფი ადამიანებისა, კერძოდ ისინი, ვინც ნარკოტიკებს მოიხმარენ, და ამ მოხმარებასთან დაკავშირებული უამრავი ისეთი ქცევა, რომლებიც ინფიცირების რისკებს საგრძნობად ზრდის ან ინფიცირების შემთხვევაში კრიტიკულ ხასიათს იძენს, თუმცა, რატომღაც ამის შესახებ არავინ საუბრობს.
ჯანდაცვის სამინისტროს უნდა ჰქონდეს გეგმა, რა ხდება, როცა იმატებს შემთხვევები. რას ვაკეთებთ ამ დროს? ყველას ვაწვენთ საავადმყოფოში, თუ მხოლოდ მძიმე შემთხვევებს? როგორ ვმართავთ მსუბუქ შემთხვევებს?
კორონავირუსების ბევრი ტიპი არსებობს, რომელთა უმრავლესობა ყოველწლიურად სასუნთქი გზების მსუბუქად მიმდინარე ინფექციებს იწვევს. ეს ინფექციები ხშირად ვლინდება, მაგალითად, მხოლოდ სურდოს სახით.
ცხადია, არის ალბათობა მოსკოვმა საქართველოს ხელისუფლება უფრო მძიმე გამოცდის წინაშე დააყენოს. გამოგზავნოს ლავროვი და შემდეგ დააკვირდეს, რამდენად „კარგად მოიქცევა“ ჩვენი მთავრობა. მაგრამ, ჩემი აზრით, მოსკოვში კარგად ესმით, რომ საქართველოს ახლანდელი მმართველი პარტიისათვის ეს მეტისმეტად მძიმე გამოცდად შეიძლება იქცეს, რომელსაც ეს პარტია ალბათ გადაყვება კიდეც. მოსკოვში ხომ ახლანდელი მმართველი პარტია აშკარად ურჩევნიათ, ვიდრე ყოფილი მმართველი პარტია.
რატომ მოუნდა მაინცდამაინც ახლა მღვდელმთავარს სინოდის თავმჯდომარის „სოდომიაში“ მხილება, ბუნდოვან საკითხად რჩება. ეს შეიძლება გამოეწვია პატრიარქის ჯიუტ, ერთპიროვნულ გადაწყვეტილებას, დაესაჯათ მიტროპოლიტი ყოველგვარი დასაბუთების გარეშე, მხოლოდ და მხოლოდ საჯაროობის გამო. სავარაუდოდ, ეს უფრო ორი იერარქის შეჭიდება იყო, რომელთაგან ერთი მეორის „დაჩაგვრას“ ესწრაფვოდა, ხოლო მეორემ თავდაცვის მიზნით „კონტრთავდასხმა“ განახორციელა.
შინაგანი დემოკრატიულობისაგან დაცლას მოჰყვა მეორე, უფრო სახიფათო ხელყოფა ეკლესიის დამოუკიდებლობისა, რომელიც მთავრობებთან ალიანსისა და მათი მხრიდან ქრთამის აღების შედეგია