თვალსაზრისი

პუბლიკა

დასაწყისშივე უნდა ვთქვა, საქართველოს ნეიტრალიტეტზე გულუბრყვილო საუბრები, სრულიად ერთმნიშვნელოვნად ჩვენი სამშობლოს მთლიანად რუსულ ორბიტაზე დაბრუნებას უდრის.

პუბლიკა

ჩემი მეხსიერების პირველი ეპიზოდები ღრმა ბავშვობიდან იწყება. 2000-იანების შავ-ბნელი დღეები და დიზელის ჭვარტლისგან გაშავებული კედლები დღემდე სილუეტებად დამყვება, მიუხედავად იმისა, რომ ახლა, ჯერჯერობით მაინც, არ ვწუწუნებთ ელექტროენერგიაზე, წყალსა თუ ბუნებრივ აირზე, 2000-იანებში ეს კომუნალური სიმდიდრეები კითხვაზე, თუ რა გვეშველებოდა, პასუხის აუცილებელი ატრიბუტები იყო.

პუბლიკა

ჩემი პოდკასტი, მაგალითად, მოიცავს ორ ძალიან განსხვავებულ ნარატივს. დედაჩემის ოჯახი აფხაზეთის ომის დაწყებამდე რამდენიმე წლით ადრე გადმოვიდა თბილისში და მათ ომი მეორადი პერსპექტივიდან განიცადეს, როგორც დევნილების მეგობრებმა და ნათესავებმა.

პუბლიკა

დღეს მინდა  ყურადღება გავამახვილო იმ კულტურულ ბარიერებზე, რომლებიც იურიდიულ კონტექსტთან არ არის კავშირში და უფრო მეტად ჩვენს ჩვევას, ასე ვთქვათ, კომფორტის ზონას წარმოადგენს. ზოგჯერ, და მე მგონია, რომ უმეტეს შემთხვევაში, ფურცელზე დაწერილი კანონები არ წარმოადგენს ხოლმე პრობლემას.

ჯანდაცვის სამინისტროს უნდა ჰქონდეს გეგმა, რა ხდება, როცა იმატებს შემთხვევები. რას ვაკეთებთ ამ დროს? ყველას ვაწვენთ საავადმყოფოში, თუ მხოლოდ მძიმე შემთხვევებს? როგორ ვმართავთ მსუბუქ შემთხვევებს?

პუბლიკა

ამ ვიდეობლოგში მსურს ვისაუბრო ერთერთ ყველაზე მძიმე და მარგინალიზებულ შრომაზე - გარეგაჭრობაზე, ამ შრომაში ჩაბმულ ქალებზე და იმაზე, თუ როგორ დევნის მათ სახელმწიფო ერთი ხელით, ხოლო მეორეს ხელით როგორ იღებს სარგებელს მათი დაუცველი და აუნაზღაურებელი სამუშაოდან.

გელა კვაშილავა

კოვიდპანდემიამ მსოფლიო შეცვალა. ახალი რეალობის კონტურები ჯერ კიდევ ბუნდოვანია. საქართველო, როგორც მსოფლიოს უამრავი ქვეყანა რეგულაციებისა და შეზღუდვების რეჟიმში ცხოვრობს. ეკონომიკის ყველა სექტორი ხელოვნური სუნთქვის რეჟიმშია, და მთავრობა პერიოდულად ჟანგბადის მიწოდებით ცდილობს, ის სიკვდილს გადაარჩინოს.

პუბლიკა

დღევანდელ პოდკასტში ვისაუბრებ სქესის ნიშნით დისკრიმინაციის საფუძველზე სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ, როგორი მდგომარეობაა საქართველოში, რა მიღწევები გვაქვს ადგილობრივ კანონმდებლობაში ამ მიმართულებით და სად ვეძებოთ სამართალი თუკი, ერთ დღეს, ჯერი ჩვენზე მოდგება.

თორნიკე შარაშენიძე

ცხადია, არის ალბათობა მოსკოვმა საქართველოს ხელისუფლება უფრო მძიმე გამოცდის წინაშე დააყენოს. გამოგზავნოს ლავროვი და შემდეგ დააკვირდეს, რამდენად „კარგად მოიქცევა“ ჩვენი მთავრობა. მაგრამ, ჩემი აზრით, მოსკოვში კარგად ესმით, რომ საქართველოს ახლანდელი მმართველი პარტიისათვის ეს მეტისმეტად მძიმე გამოცდად შეიძლება იქცეს, რომელსაც ეს პარტია ალბათ გადაყვება კიდეც. მოსკოვში ხომ ახლანდელი მმართველი პარტია აშკარად ურჩევნიათ, ვიდრე ყოფილი მმართველი პარტია.   

პუბლიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა საკუთარ ტვიტერზე მმართველ პარტიას ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერის პირობითობის შესახებ შეახსენა. რამდენიმე დღეში კი, გავრცელდა „ქართული ოცნების“ ლიდერების განცხადებები გადაწყვეტილების შესახებ, რომ საქართველომ, შესაძლოა, უარი უთხრას ბრიუსელს მიკროფინანსური დახმარების მიღებაზე.

პუბლიკა

ეს კითხვა ჩემ რესპოდენტს, პირობითად ანას დაუსვეს, როდესაც მისი პირველი კოცნის შესახებ მეგობრებს მოუყვა. მაშინ დავფიქრდი, რომ ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ ქალებზე, რომლებიც  ყოველდღიურად ჩაგვრის არაერთ ფორმას აწყდებიან, იქნება ეს სოციალურ, ეკონომიკურ, პოლიტიკურ თუ კულტურულ ცხოვრებაში ჩართულობა, თუ შრომის და  ზრუნვის არათანაბარი გადანაწილება ოჯახში.