აშშ-ის თავდაცვის მდივანი საქართველოში ჩამოდის

პუბლიკა

ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანს, ლოიდ ოსტინს მომავალ კვირაში ევროპული ტურნე ექნება. ოსტინი თავის გუნდთან ერთად ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საქართველოს, უკრაინასა და რუმინეთს ეწვევა.

„ამ მნიშვნელოვან ვიზიტს კი ბრიუსელში NATO-ის მინისტერიალზე პარტნიორებსა და მოკავშირეებთან შეაჯამებს“, – აცხადებს პენტაგონის პრესსპიკერი.

საქართველოში ვიზიტის სხვა დეტალები ჯერჯერობით ცნობილი არ არის.