ავტორი
სტატია
სამცხე-ჯავახეთში მცხოვრებ ეთნიკურად სომეხ ადამიანებს არაერთი ბარიერის გადალახვა უწევთ იმისთვის, რომ იარსებონ. ენობრივი ბარიერი, რთული სოციალური პირობები, სრულფასოვანი განათლების მიღების პრობლემა - ეს მცირე ჩამონათვალია იმისა, თუ რა პრობლემებს აწყდებიან ნინოწმინდის, ახალქალაქისა თუ მათი მიმდებარე სოფლების მკვიდრები.
ვიდეო
ფოტო ისტორია
ჭიათურის სოფელ შუქრუთის მოსახლეობა კომპანია „ჯორჯიან მანგანეზისგან“ საცხოვრებლად საფრთხის შემცველი და დანგრევის პირას არსებული ქონების კომპენსაციის მოთხოვნით მარტიდან უწყვეტ პროტესტს მიმართავს. ერთ თვეზე მეტია, მათ შიმშილობაც დაიწყეს და რამდენიმე მათგანს პირიც აქვს ამოკერილი.
2 ივლისს საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატიდან დაბრუნდა. საღამოს თავისუფლების მოედანზე მათი დახვედრის ცერემონია გაიმართა. ფეხბურთელებმა რუსთაველის გამზირი ღია ავტობუსით გაიარეს, სადაც მათ გულშემატკივრები ეგებებოდნენ.
ცემა, დაშინება, დარბევა, მუქარა, დაკავება, შანტაჟი – 2 თვის განმავლობაში რუსული კანონის დასაცავად ყველა ამ მეთოდს მიმართეს. გთავაზობთ „პუბლიკის“ ფოტოობიექტივში მოხვედრილ ამ კადრებს, ხალხის მდინარეებს, ნაცემ და დარბეულ მოქალაქეებს, საქართველოსა-და ევროკავშირის დროშიანებს, სოლიდარობის მარშებსა და პერსონალური გამბედაობის მაგალითებს.
თბილისში კეკელიძის N1-ში ხატიაშვილების ოჯახი აღსრულების პოლიციამ დღეს ძალის გამოყენებით გამოასახლა. სადარბაზოსა და ბინაში შესასვლელად უწყების წარმომადგენლებმა კუთხსახეხი, ე.წ. ბარგალკა და რკინის სხვა ხელსაწყოები გამოიყენა.
ერთი აქტივისტის წინააღმდეგ სამებაში ხატს, რომელზეც სტალინია გამოსახული, საღებავი 9 იანვარს შეასხეს. ვიდეო სოციალურ ქსელში აქტივისტმა ნატა ფერაძემ გაავრცელა. მომდევნო დღეს მოძალადე და პრორუსული „ალტ-ინფოს“ ორგანიზებით ფერაძის სახლთან რამდენიმე ათეული ადამიანი შეიკრიბა და ფერაძის დასჯა მოითხოვა.
ადგილზე აღსრულების პოლიციის გამოჩენისთანავე ფიზიკური დაპირისპირება დაიწყო. მხარდამჭერებს სახლის შესასვლელი ბარიკადის შესაქმნელად მანქანებით ჩაეხერგათ. უწყების წარმომადგენელთა შეჩერებას წყლის შესხმით, დამუნათებით, ფიზიკური წინააღმდეგობით ცდილობდნენ
ჯავახეთში მცხოვრებ ეთნიკურად სომეხ ადამიანებს არაერთი ბარიერის გადალახვა უწევთ იმისთვის, რომ იარსებონ. ენობრივი ბარიერი, რთული სოციალური პირობები, სრულფასოვანი განათლების მიღების პრობლემა – ეს მცირე ჩამონათვალია იმისა, რა პრობლემებსაც აწყდებიან ნინოწმინდის, ახალქალაქისა თუ მათი მიმდებარე სოფლების მკვიდრები.
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“კანონპროექტზე მუშაობა დასრულდა და ვაინიციირებთ“, - ეს განცხადება საზოგადოებას უმრავლესობის დეპუტატებმა, ე.წ. ხალხის ძალამ 14 თებერვალს პარლამენტში გამართული ბრიფინგიდან ამცნო. რუსული კანონპროექტს ჯერ მედიის, შემდეგ კი საზოგადოების პროტესტი მოჰყვა. ხელისუფლებამ საპასუხოდ აქციები დაარბია, თუმცა ხალხის პროტესტმა შედეგი გამოიღო. 10 მარტს უმრავლესობას კანონპროექტის მეორე მოსმენით ჩაგდება მოუწია. როგორ ვერ მიიღეს რუსული კანონპროექტი, ნახეთ პროტესტის ქრონიკა.
8 მარტს, ქალთა საერთაშორისო დღეს თბილისში ქალების მარში გაიმართა. ქალები პირველი რესპუბლიკის მოედნიდან საქართველოს პარლამენტამდე გაემართნენ. აქციას მსვლელობით სტუდენტებიც შეუერთდნენ.
უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრიდან ერთი წლის თავზე რუსთაველის გამზირზე უკრაინის სოლიდარობის აქცია გაიმართა. მოქალაქეთა ნაწილი პარლამენტის წინ 19:00 საათზე შეიკრიბა. მოგვიანებით მათ რუსთაველის გამზირიდან უკრაინის მოქალაქეების მიერ ორგანიზებული მსვლელობის მონაწილეებიც შეუერთდნენ.
25 ნოემბერი ქალთა მიმართ ძალადობასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. თბილისში „ქალთა მოძრაობის" ორგანიზებით, პირველი რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტამდე, სექსუალური ძალადობის წინააღმდეგ საპროტესტო მსვლელობა მოეწყო.
„თავისუფლების აქცია“ - თბილისში, ირანის საელჩოსთან ირანში მიმდინარე პროტესტის მხარდამჭერი აქცია გაიმართა.