„გახსოვდეს, ძალა შენშია” - საქართველოს ბანკის მოწოდება თანამშრომლებს

ფასიანი განთავსება

საქართველოს ბანკი ბრენდია, რომელიც მიზნად ისახავს, ხელი შეუწყოს ადამიანებს, მაქსიმალურად გამოავლინონ საკუთარი პოტენციალი. სწორედ ამ მიზნით ჯერ კიდევ 2019 წელს, კომპანიამ შექმნა კამპანია – „არ გაჩერდე“, რომელიც ბრენდის მთავარ ღირებულებას გამოხატავს. 

მას შემდეგ, თითოეული ახალი კამპანიის მთავარი მესიჯი ამ ღირებულების გარშემო ერთიანდებოდა. 2023 წლის მიწურულს, საქართველოს ბანკის მარკეტინგის გუნდმა გადაწყვიტა,  თანამშრომლებისთვის კიდევ ერთხელ შეეხსენებინა, რომ წარმატებისა და განვითარებისკენ მიმავალ გზაზე „არ გაჩერებასთან“ ერთად მნიშვნელოვანია რწმენა იმისა, რომ „ძალა შენშია“.

ამ ღირებულებებს კი საუკეთესოდ ქართველი სპორტსმენები გამოხატავენ – ისინი დაუღალავი შრომით, თავდადებით და არ გაჩერებით ცდილობენ ადგილი დაიმკვიდრონ სპორტის მსოფლიო რუკაზე და სახელი გაუთქვან საქართველოს. 

სწორედ ასე გაჩნდა იდეა შექმნილიყო საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ექსკლუზიური მაისურები თანამშრომლებისთვის, რომელიც ბანკის გუნდის თითოეული წევრისთვის ერთიანობის და საერთო მიზნისკენ სწრაფვის  სიმბოლო გახდებოდა. 

ერთიანობა

საქართველოს ბანკისთვის ქართული სპორტის მხარდაჭერა მნიშვნელოვანი ღირებულებაა. უკვე წლებია, ბანკს ფეხბურთის ფედერაციასთან მჭიდრო თანამშრომლობა აკავშირებს და ხელს უწყობს ქვეყანაში სპორტის ამ სახეობის განვითარებას, ახალგაზრდების ჯანსაღი ცხოვრების წესით დაინტერესებას, აქედან გამომდინარე, საქართველოს ბანკი საფეხბურთო ნაკრების მთავარი ქომაგია.

ნაკრების ფეხბურთელების მიმართ საქართველოს ბანკის მხარდაჭერაში, ამ მიმართულებით თითოეულ განხორციელებულ ინიციატივაში კი ფასდაუდებელი წვლილი ბანკში დასაქმებულ თითოეულ ადამიანს მიუძღვის. 

სწორედ ამიტომ, მათთვის შეიქმნა ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ექსკლუზიური ფორმა, რომლითაც ნაკრების ფეხბურთელები ამხანაგურ მატჩში ითამაშებენ.

ეს ფორმა გამოხატავს გუნდურობას, ჩვენს მხარდაჭერას და იდეას, რომ ქართული სპორტი არის ის, რაც ყველას გვაერთიანებს” –  გვეუბნება ირაკლი აბესაძე, საქართველოს ბანკის შიდა ჩართულობის გუნდის ხელმძღვანელი.

მისი თქმით, 2024 ძალიან მნიშვნელოვანი წელია საქართველოსთვის, ვინაიდან, მარტში ისტორიული საფეხბურთო თამაშები გველის, გვაქვს შანსი, პირველად გავიდეთ ევროპის ჩემპიონატზე და დავიმკვიდროთ ადგილი ფეხბურთის ევროპულ რუკაზე. შესაბამისად, საჩუქარი უფრო მეტად სიმბოლური გახდა.

ირაკლი აბესაძე გვიყვება, რომ ამ პასუხისმგებლობასთან ერთად, პროცესი სასიამოვნოდ დატვირთული აღმოჩნდამასში ჩართული იყო ოთხი მხარესაქართველოს ბანკი, სარეკლამო სააგენტო ვინდფორსი, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია და იტალიური კომპანია მაკრონი, რომელიც საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ფორმებს ქმნის. 

როგორც რესპონდენტები ამბობენთითოეულისთვის ძალიან განსაკუთრებული გამოდგა ამ ინიციატივაზე მუშაობა. „ყველა ვცდილობდით, ჩვენი წვლილი შეგვეტანა პროექტში, რომელიც მუდმივად დარჩება ჩვენი თანამშრომლებისა და საქართველოს ეროვნული ფეხბურთის ნაკრების მოთამაშეების მახსოვრობაში”. 

გმირი, როგორც არქეტიპი

ფორმის კონცეფციაზე სარეკლამო სააგენტო ვინდფორსმა იმუშავა, საგულშემატკივრო მაისურები კი კომპანია მაკრონმა დაამზადა.  

საქართველოს ბანკის მარკეტინგის გუნდთან ერთად გადავწყვიტეთ ნაკრების ახალი, ლიმიტირებული რაოდენობის მაისური შეგვექმნა, რომელიც ერთი მხრივ საქართველოს ბანკისა და ნაკრების პარტნიორობის სიმბოლო გახდებოდა, მეორე მხრივ კი საჩუქარი იქნებოდა ბანკის 8 000-ზე მეტი თანამშრომლისთვის”. – გვეუბნება ვინდფორსის წარმომადგენელი.

მაისურის დიზაინისთვის ორი მნიშვნელოვანი კრიტერიუმი განისაზღვრაუნდა ყოფილიყო გულშემატკივრისთვის (ბანკის თანამშრომლებისთვის) პრაქტიკული და კომფორტული ყოველდღიურ გამოყენებაში და ამასთან ერთად, ნაკრების არსებულ, ოფიციალურ ფორმებთან  ყოფილიყო  შესაბამისობაში, დაეკმაყოფილებინა ყველა ტექნიკური მოთხოვნა

თუ ბრენდის ჭრილში შევხედავთ, საქართველოს ბანკსა და ფეხბურთის ეროვნულ ნაკრებს საკმაოდ ბევრი რამ აქვთ საერთო. ორივე ბრენდის არქეტიპიგმირია, ორივე ინდივიდების გაძლიერებაზე, თვითგანვითარებაზესაკუთარ თავში ძალებისა და შესაძლებლობების აღმოჩენაზეა აგებული.

მსგავსი ბრენდების პარტნიორობა ორმხრივად მომგებიანია და ასეთ დროს, საერთო პროექტზე მუშაობაც უფრო მარტივი ხდება. ლიმიტირებული რაოდენობის საგულშემატკივრო ფორმის დიზაინ იდეის საფუძველიც, სწორედ ამ ორი ბრენდის შინაარსობრივი კავშირია”. – გვითხრეს სააგენტოში.

უნიკალურ საგულშემატკივრო მაისურებზე დებოსის ეფექტით უწყვეტი ხაზია დატანილისაქართველოს ბანკის სახასიათო ვიზუალური ელემენტი – “არგაჩერებისსიმბოლო

ასევე, თითოეულ მაისურს ნაკრების კაპიტნისგურამ კაშიას ხელმოწერა ამშვენებს, მესიჯით: “ძალა შენშია“.

საგულშემატკივრო მაისურებიმაკრონმა” – ნაკრების ტექნიკურმა სპონსორმა და საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ოფიციალური მაისურების მწარმოებელმა დაამზადა

ქომაგობა

საქართველოს ბანკის გუნდში ტრადიციადაა ქცეული ყოველი მატჩის დროს ერთად შეკრება და ემოციების გაზიარება. ამ იდეით ინსპირირებულმა საქართველოს ბანკის მარკეტინგის გუნდმა 2023 წელს U21-ის მატჩების პირდაპირი ტრანსლაციის ნახვის შესაძლებლობა მომხმარებელს საქართველოს ბანკის ფილიალებში განთავსებულ სპეციალურ მონიტორებზეც მისცა. 

სწორედ ამიტომ, ირაკლი აბესაძე ამბობს, რომ საერთო მოლოდინი სწორედ ისაა, რაც თითოეულ თანამშრომელს ერთმანეთთან და ყველა გულშემატკივართან აერთიანებს

ეროვნული ნაკრების მატჩზე გამორჩეული სანახავი იქნება გადავსებულ ტრიბუნებზე უნიკალურ მაისურში გამოწყობილი საქართველოს ბანკის ათასობით თანამშრომელი, რომელიც მაისურზე დატანილი წარწერით: „ძალა შენშიაუფრო მეტად გააძლიერებს ჩვენს ნაკრებს”. – გვეუბნებიან ფეხბურთის ფედერაციაში და ამატებენრომ საქართველოს ბანკი მუდმივად გამოირჩევა ქართული სპორტისა და ფეხბურთის განსაკუთრებული ქომაგობის კულტურით.

მათივე თქმით, გულშემატკივარი ფეხბურთის განუყოფელი ნაწილია, რომელიც საკუთარი შეძახილით ამხნევებს და აძლიერებს საკუთარ გუნდს. მაისური, რომელიც ნაკრების გენერალური პარტნიორის თანამშრომლებისთვის სპეციალურად შეიქმნა, გულშემატკივრისა და ნაკრების ფეხბურთელების უფრო მეტად დაახლოებას ემსახურება. ეს არის ფორმა, რომელიც სრულად გამოხატავს სანაკრებო სულისკვეთებას და გულშემატკივარს, რომელიც ამ მაისურს მოირგებს გუნდის ნაწილად აგრძნობინებს თავს

ირაკლი აბესაძე გვიყვება, რომ თანამშრომლების პირველი შთაბეჭდილებები  დაუვიწყარი იყო – „ყველა ის ემოცია, რომელიც ჩვენ ამ პროექტის განხორციელებაში ჩავდეთ, უკან დაგვიბრუნდა”. 

ახლა კი ყველას ერთი მიზანი გვამოძრავებსერთად ვუგულშემატკივროთ საქართველოს ფეხბურთის ნაკრებს 2024 წლის მნიშვნელოვან შეჯიბრებში”. – გვეუბნება ირაკლი აბესაძე.