მწერალი ქალები – ანა კორძაია-სამადაშვილი საყვარელ საკითხავზე

წყარო: argacherde.bog.ge

გაზაფხულისიცოცხლის და განახლების სეზონი, ქალების თვით იწყება: ჯერ დედის დღეს აღვნიშნავთ 3 მარტს, შემდეგ კი ქალების დღეს ვზეიმობთ 8 მარტს. ყვავილების თაიგულებისა თუ სხვა მნიშვნელოვანი საჩუქრების შერჩევის გარდა, რომლებსაც, როგორც წესი, ამ დღეებში ვიღებთ ან გავცემთ ხოლმე, მნიშვნელოვანია, რომ ეს პერიოდი იმ გამოცდილების გასაზიარებლად გამოვიყენოთ, რომელსაც ქალები სხვა დანარჩენ დღეებშიც, მთელი წლის განმავლობაში აგროვებენ.

ქალების ბედნიერების, სიხარულის, სიყვარულის, დარდის, ტკივილისა თუ იმედების გასაგებად კი საუკეთესო გზა, ალბათ, ლიტერატურაა. ამაზე კი ვინ მოგვიყვება იმაზე უკეთ, ვიდრე ანა კორძაიასამადაშვილი:

წიგნი, რომელმაც წერა მომანდომა

ერთხელ ერთმა კაცმა ერთ ქალს მისწერა, რომ ქალის მიერ მამაკაცის შესახებ წერა შესანიშნავი რამაა. გასაკვირი ნამდვილად არაფერი მიუწერია, უბრალოდ, ეს კაცი მაქს ფრიში იყო, ქალი კიინგებორგ ბახმანი.

ეს როცა წავიკითხე, ვიფიქრე, რომ, ალბათ, ყველა მწერალი ქალი ინატრებდა ასეთ რამეს: ძალიან მკაცრი შემფასებლის და დიდი მწერლის წერილს, სადაც ნათქვამია, რომ ის არა უბრალოდ შესანიშნავი მწერალი, არამედ შესანიშნავი მწერალი ქალია.

ვერ ვიტყვი, რომ რომელიმე კონკრეტულმა წიგნმა მომანდომა რამის დაწერა. მხოლოდ ერთი ამბავი იყო, და ახლა რომ მაგონდება, მეცინებანეტა, რა მეგონა საკუთარი თავი? ვიყავი ძალიან ახალგაზრდა, ძალიან ბედნიერი, და სეეს ნოტებოომისრიტუალებირომ წავიკითხე, ვიფიქრე: „ნიდერლანდელი კაცი რომ ვყოფილიყავი, ეს წიგნი ჩემი დაწერილი იქნებოდა“. თავს იმით ვიმართლებ, რომ ძალიან ახალგაზრდას ძალიან მაღალი თვითშეფასებაც ეპატიება.

საყვარელი მწერალი ქალი

მე მიყვარს სელმა ლაგერლოფიმან ჩემი სიცოცხლე დღესასწაულად აქცია. მე მიყვარს ასტრიდ ლინდგრენივფიქრობ, ყოველი მკითხველი ადამიანი ცოტადედასუნდა ეძახდეს. პამელა ტრევერსის გარეშე ბავშვობა ცოტა უღიმღამო იქნებოდააბა, საიდან გავიგებდით, რა ხდება ზოოპარკში სავსემთვარეობის ღამეს? მაგრამ როცა საქმესერიოზულლიტერატურას ეხება, ვერ ვიტყვი, რომ რომელიმე კონკრეტული მწერალი ქალი მიყვარს განსაკუთრებით. აღტაცებული კი ვარ. აღტაცებული ვარ, მაგალითად, ინგებორგ ბახმანით, მაგრამ მის ტექსტებს საკუთარი ნებით აღარ გადავიკითხავ. კარგი მწერალი ქალები მძიმე ხალხია, არ გაგახარებენ. სამაგიეროდ, ძალიან დიდები არიან და გასაკვირად წერენ, სულ სხვანაირად, სხვანაირად შესანიშნავად.

ქართველი ქალი ავტორი, რომლის შემოქმედებაც მკითხველისგან მეტ ყურადღებას იმსახურებს

მძიმე წიგნები ცალკე ამბავია, მძიმე ამბავიტავტოლოგიის გამო ბოდიში მომითხოვია. ასე, მუდამ ვიცოდი, რომ ეკატერინე გაბაშვილი არის საყმაწვილო ტექსტების ავტორი. გთხოვთ, გადაიკითხეთთინას ლეკური“ – რატომაა საყმაწვილო? როცა ვინმე ამბობს სიტყვასდიდედო“, დღესაც მეტირება. ეკატერინე გაბაშვილი შესანიშნავი მწერალიადა გულის გაპობის დიდოსტატი, როგორც შესანიშნავი მწერალი ქალების უმრავლესობა.

წიგნი, რომელიც ყველა ქალისთვის ახლობელი იქნება

თუმცა, ერთი გამონაკლისი ნამდვილად ვიცი. შარლოტა ბრონტე, „ჯეინ ეარი“. ხშირად მამაკაცებს მიაჩნიათ, რომგოგოურიწიგნია და არ კითხულობენ. სამაგიეროდ, ყველა გოგოს წაკითხული აქვს, და ყველა გოგოს უყვარს, ეროვნების, სოციალური სტატუსის და ასაკის მიუხედავად. იქ რაღაც ხდება, აშკარად, ისეთი რაღაც, რაც მარტო გოგოებმა ვიცით.

წიგნი, რომლის ავტორიც ვიქნებოდი

მაგრამ მე არ ვიქნებოდიჯეინ ეარისავტორი. მე მინდა, რომ ჩემი დაწერილი იყოს წიგნი, რომელიც ასე იწყება: „ისმაელი დამიძახეთ“. თუ ოცნებაა, ოცნება იყოს.