პუბლიკა

ინსპექციას ახლა უკვე აქვს შესაძლებლობა, შეამოწმოს, იცავს თუ არა დამსაქმებელი დასაქმებულის შრომით უფლებებს – სამუშაო დროის ხანგრძლივობას, მოთხოვნებს ზეგანაკვეთურ სამუშაოზე, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სხვა ვალდებულებებს, შვებულების მიცემის წესს, ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურების გაცემას, შრომით დისკრიმინაციის საკითხებს და ა.შ. ანუ – შრომის კოდექსით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.

პუბლიკა

ძველი და კარგად ნაცნობი კლიშეა, რომ პოლიტიკა ბინძური საქმეა. ამაში დასარწმუნებლად საკმარისია ნებისმიერ ქვეყანაში, თუნდაც ზედაპირულად გადავხედოთ  საარჩევნო კამპანიების დროს, პოლიტიკოსების მხრიდან გაჟღერებულ ბრალდებებს და თავდასხმებს ოპონენტების მიმართ.

პუბლიკა

და მაინც, ვინ არის ძიძა? გლობალურად, ძიძების უმრავლესობას ქალები წარმოადგენენ. საქართველოში ძიძების უმეტესობა დამსაქმებელთან ზეპირი შეთანხმების საფუძველზე მუშაობს. ეს ნიშნავს, რომ ძიძად ყოფნა გამორიცხავს ნებისმიერი ტიპის ფორმალურ სტაბილურობას. ძიძად დასაქმებულებისთვის არ არსებობს ან იშვიათია, ღირსეული ანაზღაურება, დარეგულირებული სამუშაო დრო, დასვენების დრო და დასაქმების ადგილზე შესასრულებელი საქმეების ერთგვარ საზღვრებში მოქცევა.

გიორგი ხასაია

შენ და შენი ტოლი ქართველი გოგოები და ბიჭები სუპერმარკეტებსა და კაფეებში სამუშაოდ ხშირად იმიტომ კი არ მიდიხართ, რომ, როგორც იტყვიან, თქვენი ფული გქონდეთ. უფრო იმიტომ, რომ ოჯახს სწავლის საფასურის ტვირთი შეუმსუბუქოთ ან შიმშილისა და გადასახადების გადაუხდელობისგან დააზღვიოთ. მაგრამ ამ სამუშაოს გამო, სწავლასაც მოსწყდით, არც ადამიანური ცხოვრებისთვის საკმარისი ფული გაქვთ და ხვალინდელი დღის შიშით სულ უფრო და უფრო იქუფრება თქვენი იმედის ცა.

ალექს ჩიღვინაძე

ბავშვობაში გვასწავლიდნენ, რომ ადამიანი ისე ცხოვრობს, როგორც იმსახურებს, თავისი ნიჭისა და თვისებების მიხედვით. თუ რამეს დააშავებს, ორმაგად გადაიხდის კიდეც საფასურს. მაგრამ გავიზარდეთ და ისეთ ქვეყანაში ამოვყავით თავი, სადაც ყველაფერი ამის საპირისპიროდ ხდება. შეხედეთ, ვინ არის პრემიერ-მინისტრი ან ვინ არის ეკონომიკის მინისტრი,  ჯანდაცვის მინისტრი, განათლების მინისტრი, ვინ არიან დეპუტატები, მღვდელმთავრები და ა.შ.

ზურა ვარდიაშვილი

და როგორ უნდა გააკეთოს ეს? ყველამ იცის, რომ მაღალი სტანდარტების დამცველი, კვალიფიციური და სანდო, ავტორიტეტული მედიის განადგურება ადვილი არ არის, რადგან ასეთ დროს საზოგადოებრივი აზრი მდევნელის წინააღმდეგ იმუშავებს. ამიტომაც ბრალდებების, ცილისწამების, სიძულვილის ენის მთელი ნიაღვარია მიშვებული სწორედ მედიის მისამართით. ამიტომაც გვესმის ყველა საარჩევნო შეხვედრაზე, ყველა ბრიფინგზე, ყველა პრესკონფერნციაზე მედიის კრიტიკა, ლანძღვა, შეურაცხყოფა.

პუბლიკა

სამწუხაროა, რომ ამგვარი მიდგომა ჯერ კიდევ ერთეული გადაწყვეტილების სახით არსებობს და მასობრივი ხასიათი არ აქვს.

პუბლიკა

პირადი რელიგიური მრწამსის ან შეხედულების გამოხატვა, თავისთავად გულისხმობს გამოხატვის სივრცეს და ობიექტს... რელიგიისა და რწმენის თავისუფლების გარეგანი ასპექტი მოიცავს ყველაფერს, რაც პირის ან ჯგუფის რელიგიურ პრაქტიკას უკავშირდება, მათ შორის: ღვთისმსახურების უფლებას (ამ მიზნით შეკრების, შესაბამისი შენობებისა თუ ადგილების მოწყობისა და მათი სარგებლობის უფლების ჩათვლით).

ალექს ჩიღვინაძე

გადავწყვიტე, რომ წინ წავიგდო საქმე და დავწერო თემა „როგორ გავატარე ზაფხული”. მართალია სკოლაში სწავლა შეიძლება არც კი დაიწყოს, მაგრამ თემის წერა ისედაც ყოველთვის მეხალისებოდა. მითუმეტეს ახლა, უკვე ისე მომენატრა სკოლა და ჩემი კლასელები, რომ ნებისმიერი დავალების შესასრულებლად მზად ვარ.

დავით ბუხრიკიძე

თავიდანვე განვმარტავ, რომ ნინო ხარატიშვილის ახალმა პიესამ – „მსახურთა შემოდგომა“ – რომლის პრემიერა სამეფო უბნის თეატრში ივნისის ბოლოს გაიმართა, პირდაპირ მიკარნახა ბლოგის სათაურიც. სპექტაკლში ბატონებისგან მიტოვებულ, უზარმაზარ და დაცარიელებულ სასახლეში (მისი პატრონი და მობინადრეები სამოქალაქო ომსა  თუ დაპირისპირებას განერიდნენ) მხოლოდ სამი მსახური ქალი რჩება

ალექს ჩიღვინაძე

და რამდენი ასეთი ქვა გვეცემა თავში ყოველდღიურად? 48. 50. 74, 60... რამდენი ქვა მოწეული რამდენ აღმართში, სინანულის ქვები, გულგრილობის, გაშვებული შესაძლებლობების, შეცდომებისა და დაგვიანების. სტატისტიკა ყოველ დილას მოდის ჩვენთან. რაც იმას ნიშნავს, რომ ვიღაცამ უკვე გადათვალა დახოცილები.

პუბლიკა

მასობრივმა წყალდიდობებმა ასობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა გერმანიასა და დასავლეთ ევროპაში, ხოლო ჩინეთსა და ინდოეთში მთელი სოფლები წალეკა ძლიერმა წვიმებმა. უზარმაზარი ზომის სეტყვა დაატყდა თავს იტალიას ზაფხულის შუა პერიოდში; ბრიტანეთისა და შვეიცარიის მოსახლეობა გაოცებით ადევნებს თვალს მოულოდნელ და უკონტროლო, წვიმიან ამინდს.