რა არის ამისთვის საჭირო? ვიფიქროთ არა იმაზე, თუ „რა მინდა“, ან „სხვა როგორ უნდა მოიქცეს“, არამედ იმაზე, თუ „რა არის საჭირო“, „რა არის რეალისტური“ და „მე რა შემიძლია გავაკეთო“ - რომ გამოვიდეთ იმ ჩიხიდან, რომელშიც დღეს ჩვენი საზოგადოებაა შესული. გავხდეთ ზრდასრულები. გავიზარდოთ.

ნენე გიორგაძე

რა არის ის „დაკვეთა”, რასაც უმრავლესობა ითხოვს პოლიტიკოსისაგან, და რომელსაც, როგორც არაერთხელ მწარედ ვიწვნიეთ, არაფერი აქვს საერთო ქვეყნისა და ხალხის სამსახურში დგომასა და კეთილდღეობასთან?

ვასო გულეური

რა დროს ლექსი და საბავშვო პოეზიაა, როცა ქვეყანაა გადასარჩენიო, მეტყვის ვიღაც. იქნებ, მართალიც იყოს, მაგრამ მე მგონია, რომ ქვეყანა ბევრი ისეთი აგურისგან შენდება, რაც, ერთი შეხედვით, უმნიშვნელო შეიძლება მოეჩვენოს ვინმეს.

გიორგი მშვენიერაძე

და მათ კვლავ იგრძნეს სიმსუბუქე, სიმსუბუქე პასუხისმგებლობისგან, როცა თაროებს დაუბრუნეს მტვერგადაწმენდილი წიგნები.

პუბლიკა

მეც, ვეთანხმები, რომ საქართველოს სიყვარულთან ქართულ ენას და სამშობლოს აღქმას მივყავართ და არა იმ გზას, რომელსაც ჩვენ ვირჩევთ ღმერთამდე მისასვლელად. იერუსალიმში პირველად ყოფნისას აქტიურად მოვიარე სომხური, არაბული, ებრაული და ქრისტიანული უბნები. შემდეგ ერთ-ერთი სახლის სახურავზე ავედი და – იქიდან ზუსტად იგივე ცა ჩანდა, რომელი უბნიდანაც არ უნდა გაგეხედა. 

ირინა კვახაძე

თუ კორონას მიერ შეცვლილ გარემოსა და მსოფლიო ტრენდებს გადავხედავთ, ისიც ცხადია, რომ ციფრული ტრანსფორმაციის სტრატეგია აუცილებლად უნდა დადგეს პოლიტიკის შემმუშავებელთა დღის წესრიგში - სხვაგვარად რთულად წარმოსადგენი იქნება ქვეყანა მსოფლიო ეკონომიკის ციფრულ რუკაზე.

ნენე გიორგაძე

დიახ, მხედველობაში მაქვს ვითომ საწყალი და ვითომ საცოდავი. ეს „ვითომ” ბავშვების საყვარელი სიტყვაა. აბა, გაიხსენეთ, ბავშვობაში რომ სახლობანას, ომობანას, დამალობანას თუ სხვა „ობანას” თამაშობდით და წარმოსახულ სამყაროს აგებდით: ვითომ შენ ხარ მამა და მე – დედა. ვითომ ომია და სანგრებში ვართ დამალული.

ანა დოლიძე

ასე რომ „ყოფილების“ საკითხი კარგად დასაფიქრებელია. იქნებ ღირდეს, მიუხედავად ემოციური სირთულისა, სუნ ძის ათასწლოვანი სიბრძნის დაჯერება და რაღაც ხნით მდინარის პირას ჩამოჯდომა...

რეკლამა

მეტი ინფორმაციისთვის გეტყვი, რომ მსოფლიოში დევოპსის გარშემო სხვადასხვა კონფერენცია ტარდება, რომლებიც ახლა ონლაინაა ხელმისაწვდომი. საინტერესო მასალის გაცნობა Youtube-ის Channel-ებზეც მარტივად შეგიძლია. რაც შეეხება დევოპსით დაინტერესებულ სხვა ადამიანებს, მათ ნახავ Reddit-სა თუ ლინკდინზე.

ზაზა მიქელაძე

ძალიან რთულია, ენთუზიაზმით სავსე ახალგაზრდა უყურებდე შენივე ქვეყანაში ზიზღისა და სიძულვილის უამრავ პრაქტიკას, რომელიც გულს უმაგრებს სახელმწიფოს მესვეურთ იყვნენ თამამნი, გაგრიყონ და დაგიძახონ „სხვა“. მუდმივად გელაპარაკონ როგორც მტერს, გითხრან, რომ ბიწიერი ხარ და აქ ცხოვრების, შენი „საძაგელი რწმენის“ მიხედვით ღვთისმსახურებით სარგებლობის უფლება არ გაქვს.

დავით ბუხრიკიძე

გულზე ხელი დაიდეთ, ან თუ გნებავთ ნუ დაიდებთ, ისე თქვით, რამეს თუ გეუბნებათ სახელი და გვარი - ნაჩო დუატო? სტაჟიან ბალეტომანებს, მრავალგზის პუანტგაცვეთილებს, თანამედროვე ცეკვით გატანჯულებს, ჟიზელის საფლავზე აღმართული ჯვარცმიდან გარდამოხსნილებს და კირკიტა კრიტიკოსებს, მაინცა და მაინც არ ვგულისხმობ...