ბლოგი
თუმცა ერთია ფორმა და მეორე – შინაარსი (თუ პირიქით). გავიმეორებ, კულტურის ისეთი სფეროს განვითარება, როგორიცაა ლიტერატურა, გასაგები მიზეზების გამო, არ საჭიროებს დიდ ფინანსებს, როგორსაც მაგალითად, - კინოინდუსტრია, და უცნაური ტერმინი რომ ვიხმაროთ, „ხარჯეფექტურია”. მიუხედავად ამისა, საჭიროებს დიდ ცოდნასა და გემოვნებას, ასათვისებელ ბიუჯეტთან ერთად ლიტერატურული პროცესის სწორად დაგეგმვასა და განკარგვას, და მის ყველა მიმართულებაში პროფესიონალების ჩართვას.
შეიძლება იფიქროთ, რომ ასეთ კაცებს ქალები დასანახად ვერ იტანენ და იმედი აქვთ, რომ ახალი თაობა სულ სხვანაირი იქნება. რატომ უნდა უნდოდეს ქალს, რომ მისი მეუღლე, ძმა, მამა ან შვილი ფერთმოძულე ადამიანი იყოს, არა?
არჩევანი არსებობს და თუ ვინმეს უკეთესი იდეა არ გვაქვს, მაშინ დროა დავიწყოთ განათლების სისტემის ძირეული რეფორმა.
სიტყვა „კარანტინის“ ეტიმოლოგია ბიბლიურია. მისი წარმომავლობა მათეს სახარებაში აღწერილ ქრისტეს 40 დღიან და 40 ღამიან მარხვას უკავშირდება, რომელიც მან ე.წ. ცდუნების მთაზე - არაბულად Jabel Quruntul-ზე, იგივე კარანტინის მთაზე (Mount Quarantania) - განმარტოებაში გაატარა მას შემდეგ, რაც მდინარე იორდანიაში მოინათლა.
როგორც ვხედავთ, რთულია სტარტაპების გზა, განსაკუთრებით საქართველოში, მაგრამ ჩნდებიან ისეთები, ვისაც აწუხებს დამდგარი წესრიგის მონოტონურობა და ჯიუტად მიიკვლევს გზას განსაკუთრებული ჯილდოს მოლოდინში.
შოკის მომგვრელია, რომ ნარკოპოლიტიკის რეფორმის თუნდაც ამ მოკლე აღწერილობაში ვერსად ვნახულობთ სიტყვათაშეთანხმებას „ზიანის შემცირება“.
მესი ზოგადად ნამეტანი უცნაური ვინმეა. მასზე თითქოს ყველამ ყველაფერი იცის და ბოლოს აღმოჩნდება ხოლმე, რომ ამ უცნაურ კაცზე საბოლოოდ ბევრი არც არაფერი გვცოდნია. ალბათ სწორედ ამიტომაც დაარქვეს ლეო მესის “უცხოპლანეტელი“. მართლია ეს მეტსახელი მე დიდად არ მომწონს, მაგრამ “ფეხბურთის ღმერთებს“, “ფეხბურთის მეფეებს“, “იმპერატორებს“ და “გუბერნატორებს“ ნამდვილად სჯობს...
პოლიტიზირებული და მუდმივად ტელეეკრანებს მიჩერებული ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები სამწუხაროდ ნაკლებად მსჯელობენ და რატომღაც სჯერათ, რომ “დღევანდელი კვერცხი ხვალინდელ ქათამს ჯობია”. არადა არ ჯობია ბატონო, არ ჯობია!...
p.s. გუშინ საქართველოს პარლამენტმა განაახლა საშემოდგომო სესია. Ძვირფასო პარლამენტის წევრებო, ნუ გადადებთ საგზაო მოძრაობის კანონის მიღებას, რომელმაც ყველა კომიტეტის მოსმენა გაიარა. მისი მიღებით, თქვენ დაიცავთ უამრავი ადამიანის სიცოცხლეს!
ჩაწერეთ გუგლში მაგალითად სიტყვა ქანჩი, და სოციალურ ქსელში შესვლისთანავე ბარე ათი დასპონსორებული გვერდი „ამოგიხტებათ“, რომელიც ქანჩის ყიდვას შემოგთავაზებთ ან ქანჩზე მოგიყვებათ.
ხომ არ ყარს შენი ფეხები მაღალ ჩექმებში? ხომ არ გექავება გადაპარსული თავი ჩაფხუტის ქვეშ? ხომ არ აცემინებ მტვრისაგან, როცა ტანკის სარკმლიდან თვალყურს გვადევნებ? ხომ არ გეშინია, რომ სიკვდილი მაინც მოვა შენს გასაშიშვლებლად?
„ქართული ოცნების“ რვაწლიანი მმართველობის მთავარი შტრიხი ოლიგარქიული მმართველობა და საბჭოთა კავშირის გავლენით ჩამოყალიბებული მართლმსაჯულების მახინჯი სისტემის შენარჩუნებაა.