ბლოგი
საერთოდ, ძალიან ბევრი რამეა, რისი ახსნაც ძალიან გამიჭირდება, რაც, ერთი შეხედვით, პარადოქსულია, თუმცა ჩვენს ყოველდღიურ რეალობადაა ქცეული.
სიძულვილი ნორმად იქცა. ადამიანებს სძულთ ადამიანები და ამასთან ერთად ვერ აუტანიათ გამოგონილი პერსონაჟები ეკრანიდან (მაგალითად, ბევრისთვის ცნობილი სერიალის, „ჩემი ცოლის დაქალების“ პერსონაჟი ნინა).
ამპარტავანი ქართველები, როგორ იკადრებენ 100 მეტრის ფეხით გავლას ან საზოგადოებრივ ტრანსპორტს! ჩემი ტრიპაჩა ჯგუფელები 15 წლის წინ, უნივერსიტეტიდან ორი ქუჩის მოშორებით ცხოვრობდნენ და სასწავლებელში მაინც მანქანით მოდიოდნენ.
აქამდე ხელისუფლებები გვარწმუნებდნენ, რომ ხალხისთვის კარგია ის, რაც კარგია ინვესტორისთვის. აწი ხალხმა უნდა თქვას, თავად რას ფიქრობს ამაზე.
ქალებს 21 საკუკუნეში ხომ ყველაფერი აქვთ. ზოგს მართლა გულუბრყვილოდ ვერ წარმოუდგენია თუ რა შეიძლება აკლდეთ ქალებს, ეპოქაში, სადაც ქალი-პრეზიდენტები, თავდაცვის მინისტრები, ასტრონავტები, სამხედრო კომანდირები, მფრინავები და კვანტური ფიზიკის კორიფეები ჩვეულებრივი მოვლენაა.
უცნაურ, ოდნავ წაგრძელებული ფორმის ოთახში მეღვიძება. საწოლზე ვწევარ. წარმოდგენა არ მაქვს, სად ვარ და როგორ მოვხვდი ამ გაუგებრობაში. პირველი, რასაც ჭერზე ვხედავ, ქართლის დედის უზარმაზარი გამოსახულებაა, ცალ ხელში ხმლით, მეორეში კი - ღვინის თასით.
ვისაც უნდა მდუმარედ ჭამოს სირცხვილის პური მე მირჩევნია დავიჩივლო რიხით და დიდხანს მისი სიმწარე გულზე მაწევს და სასას მიწვავს პატიოსან შრომას შენ უგდებ გროშებს ოცნებებს მიკლავ და მიხრჩობ ფურთხში მე ძალას ვიკრებ რომ შენსკენ დავძრა შეკრული მუშტი.
ახლა ჩვენ ვიღას დავარწმუნებთ შენ გემსახურონ და განგადიდონ? ახლა ჩვენ ვინღა გვაპატიებს ჩვენს ბატონობას და განდიდებას? რატომ გაგვწირე შენი მღვდლები და მსახურები!
ის შიში და შფოთვა, რომელიც კოვიდის მიმართ არის, კოვიდზე ვერ მიიმართება – ერთი უჩინარი პატარა ნაწილაკია, ზომით მიტკლის უხილავ ნაჩვრეტებზე უფრო მცირე. ამიტომ, ამ შიშისა და უსუსურობის განცდის საპასუხოდ აღმოცენებული კოლექტიური ბრაზი პროეცირდება უახლოეს ხელმისაწვდომ გარემოსა და ობიექტებზე – ადამიანებზე, მანქანებზე, სახლებსა და ა.შ.