ბლოგი
ჩაწერეთ გუგლში მაგალითად სიტყვა ქანჩი, და სოციალურ ქსელში შესვლისთანავე ბარე ათი დასპონსორებული გვერდი „ამოგიხტებათ“, რომელიც ქანჩის ყიდვას შემოგთავაზებთ ან ქანჩზე მოგიყვებათ.
ხომ არ ყარს შენი ფეხები მაღალ ჩექმებში? ხომ არ გექავება გადაპარსული თავი ჩაფხუტის ქვეშ? ხომ არ აცემინებ მტვრისაგან, როცა ტანკის სარკმლიდან თვალყურს გვადევნებ? ხომ არ გეშინია, რომ სიკვდილი მაინც მოვა შენს გასაშიშვლებლად?
„ქართული ოცნების“ რვაწლიანი მმართველობის მთავარი შტრიხი ოლიგარქიული მმართველობა და საბჭოთა კავშირის გავლენით ჩამოყალიბებული მართლმსაჯულების მახინჯი სისტემის შენარჩუნებაა.
საერთოდ, ძალიან ბევრი რამეა, რისი ახსნაც ძალიან გამიჭირდება, რაც, ერთი შეხედვით, პარადოქსულია, თუმცა ჩვენს ყოველდღიურ რეალობადაა ქცეული.
სიძულვილი ნორმად იქცა. ადამიანებს სძულთ ადამიანები და ამასთან ერთად ვერ აუტანიათ გამოგონილი პერსონაჟები ეკრანიდან (მაგალითად, ბევრისთვის ცნობილი სერიალის, „ჩემი ცოლის დაქალების“ პერსონაჟი ნინა).
ამპარტავანი ქართველები, როგორ იკადრებენ 100 მეტრის ფეხით გავლას ან საზოგადოებრივ ტრანსპორტს! ჩემი ტრიპაჩა ჯგუფელები 15 წლის წინ, უნივერსიტეტიდან ორი ქუჩის მოშორებით ცხოვრობდნენ და სასწავლებელში მაინც მანქანით მოდიოდნენ.
აქამდე ხელისუფლებები გვარწმუნებდნენ, რომ ხალხისთვის კარგია ის, რაც კარგია ინვესტორისთვის. აწი ხალხმა უნდა თქვას, თავად რას ფიქრობს ამაზე.
ქალებს 21 საკუკუნეში ხომ ყველაფერი აქვთ. ზოგს მართლა გულუბრყვილოდ ვერ წარმოუდგენია თუ რა შეიძლება აკლდეთ ქალებს, ეპოქაში, სადაც ქალი-პრეზიდენტები, თავდაცვის მინისტრები, ასტრონავტები, სამხედრო კომანდირები, მფრინავები და კვანტური ფიზიკის კორიფეები ჩვეულებრივი მოვლენაა.
უცნაურ, ოდნავ წაგრძელებული ფორმის ოთახში მეღვიძება. საწოლზე ვწევარ. წარმოდგენა არ მაქვს, სად ვარ და როგორ მოვხვდი ამ გაუგებრობაში. პირველი, რასაც ჭერზე ვხედავ, ქართლის დედის უზარმაზარი გამოსახულებაა, ცალ ხელში ხმლით, მეორეში კი - ღვინის თასით.