ჩვენი პასუხისმგებლობა არაა. დუგინას მკვლელობაში ეჭვმიტანილი ჩვენი მოქალაქე არაა – ზელენსკი

პუბლიკა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უარყო უკრაინის პასუხისმგებლობა კრემლის პროპაგანდისტის, ალექსანდრ დუგინის შვილის, დარია დუგინას მკვლელობის საქმეზე და განაცხადა, რომ ეჭვმიტანილი უკრაინის მოქალაქე არ არის.

„ეს ჩვენი პასუხისმგებლობა არ არის. ის [ეჭვმიტანილი] არ არის ჩვენი ქვეყნის მოქალაქე… იგი არ გვაინტერესებს. ის არ იმყოფება უკრაინის ტერიტორიაზე, მათ შორის არც ოკუპირებულზე”, – თქვა ზელენსკიმ.


21 აგვისტოს რუსეთში, მოსკოვის მახლობლად კრემლის იდეოლოგის, ვლადიმერ პუტინის ახლო გარემოცვის წევრის, ალექსანდრ დუგინის ქალიშვილის, დარია დუგინას მანქანა აფეთქდა. აფეთქების შედეგად დარია დუგინა დაიღუპა.

გუშინ, 21 აგვისტოს, გვიან ღამით დარია დუგინას მანქანის აფეთქებაზე პასუხისმგებლობა „ეროვნულმა რესპუბლიკურმა არმიამ“ – ანტიპუტინისტურმა დაჯგუფებამ აიღო.