ძიუდოისტი ლაშა ბექაური პოლიციელებს ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს

პუბლიკა

ქართველი ძიუდოისტი ლაშა ბექაური პოლიციელებს ფიზიკურ შეურაცხყოფაში ადანაშაულებს.

სპორტსმენმა სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა, რომელშიც ინციდენტის დეტალებს ჰყვება, თუმცა მოგვიანებით  სოციალურ ქსელში პოსტი წაშალა.

ლაშა ბექაურის გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, შემთხვევა აღმაშენებლის გამზირზე მოხდა.

“არ მაქვს ძმაო მეთქი და ისევ ნაგლად მომმართა, ძმაოთი რატომ მომმართავო. მეთქი, აბა, როგორ მოგმართო, ჯიგრულად ძმაოთი მოგმართავ, ხო მეთქი. შენ ასეთი ლაპარაკი ვინ გასწავლაო, შე უზრდელოო. შენ არ იცი, როგორ უნდა გველაპარაკოო, შენ კუნთები გერჩის, როგორც გეტყობაო და ეგრევე გინება დამიწყეს. მეც, რა თქმა უნდა, წინააღმდეგობას ვუწევდი არ მეგონა ესე თუ მოიქცეოდნენ… რას ვხედავ, დამიწყეს გინება და დარტყმები. მეც, რა თქმა უნდა, წინააღმდეგობა გავუწიე და მეც ვაგინებდი (ამათ თავს არ დავუხრიდი სულ რო მოვმკვდარიყავი). ორი მიჭერდა, თან მირტყამდნენ. მერე რომ ვეღარ მერეოდნენ, მესამე ჩაისვეს და გააგრძელეს”, —წერს სპორტსმენი.

“პუბლიკა” ამ საკითხზე შინაგან საქმეთა სამინისტროდან კომენტარს ელოდება.

 

LB loan image desktop LB loan image mobile