ელისაშვილთან ერთად მუშაობა, როგორც ჩაფიქრებული გვქონდა, არ გამოვა - ხვიჩია

პუბლიკა

„ელისაშვილთან ერთად მუშაობას იმ ნაწილში, რომელშიც ჩაფიქრებული გვქონდა, მისვლა სხვა პარტიებთან ერთად და ამ თემაზე საუბარი – არ გამოვა, იმიტომ, რომ ამ პოლიტიკურმა პარტიებმა ელისაშვილთან საუბარზე უარი თქვეს“, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა იაგო ხვიჩიამ „ტვ პირველს“ განუცხადა.

„შესაბამისად, ჩვენ ადეკვატური ადამიანები ვართ, ჩვენ არა ვართ გიჟები და ადამიანებს იმ ხალხს არ შევახვედრებთ, რომელთან ერთადაც საუბარი არ უნდათ. ჩვენ გავქვს საქმე, ჩვენ გავქვს ამ საქმის მიღწევის სურვილი, და ყველაფერს გავითვალისწინებთ, რაც ამ საქმეს ხელს შეუშლის.

ჩემი აზრით, ზედმეტი იყო იმ ყველაფრის იმ ფორმით თქმა და გამოხატვა რასაც ბატონი ელისაშვილი ფიქრობდა ბატონ ხაზარაძეზე. ეს უბრალოდ არ გამოიყურებოდა კარგად, არ იყო სამართლიანი, ჩემი აზრით, ბატონი ხაზარაძის წინაშე“,- განაცხადა ხვიჩიამ.

გუშინ, ალეკო ელისაშვილი და მამუკა ხაზარაძე „რუსთავი 2-ის“ ეთერში ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.