ევროპარლამენტარების თავდებობა საინტერესო წინადადებაა - დეკანოიძე

პუბლიკა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ხატია დეკანოიძე მიიჩნევს, რომ ევროპარლამენტარების თავდებობის წინადადება საინტერესოა.

„საინტერესო წინადადებაა ნამდვილად, გაცილებით უფრო სხვა განზომილებისა და კონსტრუქციის წინადადებაა და ვნახოთ, როგორ უპასუხებს ხელისუფლება. ჩემი აზრით, გირაოს გავრილოვისთვის, ნამდვილად აღემატება ხარისხობრივად, ახლა ჯერი უკვე ხელისუფლებაზეა, არ ვიცი ტექნიკურად როგორ განახორციელებენ ამას ჩვენი ევროპარლამენტარი მეგობრები, საქართველოს მეგობრები, მაგრამ ყველა შემთხვევაში, ხელისუფლებას, ალბათ, მოუწევს პასუხის გაცემა და ესეც მნიშვნელოვანია. საინტერესო წინადადებაა, ნიკას პოზიციაც გახდება ამასთან დაკავშირებით ცნობილი. მაგრამ, მე სევდიანად მახსენებს და ამ წინადადების მოსმენისას გამიჩნდა განცდა, რომ შესაძლებელი იყო მეტის მიღწევა, ჩემი აზრით,“- განაცხადა ხატია დეკანოიძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში.

„ლელო საქართველოსთვის“ ლიდერები ევროპარლამენტარებს სთავაზობენ, რომ ევროპელი პარლამენტარები თავდებში დაუდგნენ ნიკა მელიას, რათა დაუყონებლივ შეიცვალოს მისი აღმკვეთი ღონისძიება და მელია იქნას გათავისუფლებული. მამუკა ხაზარაძის ინფორმაციით, ევროპელი პარლამენტარები მზად არიან ჩაერთონ ამ ინიციატივაში და თავდებში დაუდგნენ ნიკა მელიას.