გადავწყვიტეთ, რომ აჭარაში დავაფინანსოთ უშვილობის დიაგნოსტიკა და  მკურნალობა - რიჟვაძე

პუბლიკა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, აჭარაში უშვილობის დიაგნოსტიკისა და მკურნალობის დაფინანსება იგეგმება. მისივე თქმით, ბიუჯეტის მომდევნო კორექტირებისას ამ მიმართულებისთვის ნახევარ მილიონ ლარზე მეტი გამოიყოფა.

„ახალი ბიუჯეტის დაგეგმარებისას გვაქვს ახალი ინიციატივები, რომელიც შეეხება სოციალურ და ჯანდაცვის მიმართულებებს. არაერთი მოქალაქე მოგვმართავდა, ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ აჭარაში დავაფინანსოთ უშვილობის დიაგნოსტიკა და  მკურნალობა. ამ მიმართულებითაც ბიუჯეტის შემდეგი კორექტირების დროს, გათვალისწინებული იქნება ნახევარ მილიონ ლარზე მეტი და ეს მოხმარდება ამ ადამინების საჭიროებებს. მომართვიანობის მიხედვით, მომავალ წლებში გავზრდით დაფინანსებას“ – განაცხადა რიჟვაძემ.

LB loan image desktop LB loan image mobile