გიგი უგულავას საქმეზე სასამართლომ სერიოზული შეცდომა დაუშვა – ძიძიგური

ვასკა მათითაიშვილი

პარლამენტის დეპუტატმა, ზვიად ძიძიგურმა პრესკლუბ „მთავარში“ ბოლოდროინდელ პოლიტიკურ მოვლენებზე ისაუბრა. მისი თქმით, გიგი უგულავას დაკავება ქართული სასამართლოს სერიოზული შეცდომაა, მისი გადაწყვეტილება კი ერთმნიშვნელოვნად მიკერძოებულია.

„მე ცალსახად ვამბობ, რომ კონკრეტულად გიგი უგულავას საქმესთან დაკავშირებით საქართველოს სასამართლომ დაუშვა სერიოზული შეცდომა, ვინაიდან კიდევ ერთხელ ვამბობ, საქმე არ არის იმაში, რამდენად საფუძვლიანი იყო ის ბრალდება, რომელიც გიგი უგულავას მიმართ იყო წაყენებული… არ შეიძლება, ასეთი დარტყმის ქვეშ დააყენო ქართული მართლმსაჯულება, როდესაც შალვა თადუმაძე გენერალური პროკურორის რანგში წაუყენებს ბრალდებას კონკრეტულ პირს და შემდეგ მოსამართლის რანგში გამოიტანს განაჩენს. ეს არის ცალსახა, რომ მოსამართლე და სასამართლო არიან მიკერძოებულნი და მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება შეუძლებელია, პროცედურული ნორმის დარღვევად არ ჩაითვალოს“, – განაცხადა ძიძიგურმა.

ზვიად ძიძიგური ასევე აცხადებს, რომ მოლაპარაკებების იმ ეტაპზე, როდესაც ოპოზიცია და ხელისუფლება საარჩევნო რეფორმაზე შეთანხმებას ცდილობდნენ, გიგი უგულავას 10 წლის წინანდელ საქმეზე დაკავება აჩენს სერიოზულ და საფუძვლიან ეჭვს, რომ საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია. მისი თქმით, საერთაშორისო კრიტიკის ფონზე ქვეყნის იმიჯი ზარალდება, რასაც სერიოზული შედეგები შეიძლება მოჰყვეს საქართველოსთვის.

„ქვეყნის იმიჯი როცა ზარალდება, ეს იმას ნიშნავს რომ საერთაშორისო მხარდაჭერა ძალიან დიდი ალბათობით და დიდი საშიშროებაა, რომ შესუსტდება და ეს, მე ვფიქრობ, რომ ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან ფატალური შედეგის მომტანი შეიძლება აღმოჩნდეს…. ხელისუფლება ძალიან ფრთხილად უნდა იყოს, რომ არ დაუშვას ისეთი შეცდომები, რომელსაც შეუძლია, გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს შემდგომში ქვეყანას“, – განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.


10 თებერვალს გამოტანილი გადაწყვეტილებით ევროპული საქართველოს“ ლიდერსა და თბილისის ყოფილ მერსგიგი უგულავას უზენაესმა სასამართლომ 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯაუგულავას საქმეზე გადაწყვეტილება ზეპირი მოსმენის გარეშე გამოცხადდა.