გიორგი ვაშაკიძე განათლების მინისტრის მოადგილე აღარ იქნება

პუბლიკა

გიორგი ვაშაკიძე განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე აღარ იქნება. ამის შესახებ ინფორმაცია ვაშაკიძემ „პუბლიკას“ დაუდასტურა.

ვაშაკიძის განმარტებით, კანონმდებლობით, ახალი მინისტრის დანიშვნასთან ერთად მოადგილეები თავისუფლდებიან. ჩვენს კითხვაზე რატომ აღარ დაინიშნა მოადგილედ, ვისი გადაწყვეტილებაა ეს თავისი თუ მინისტრის, თქვა, რომ ამ კითხვას არ უპასუხებს.

გიორგი ვაშაკიძე, სანამ მინისტრის მოადგილის თანამდებობას დაიკავებდა, მიმდინარე წლის აგვისტომდე, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს ხელმძღვანელობდა.

 

LB loan image desktop LB loan image mobile