ილია მეორემ ბიძინა ივანიშვილი დალოცა

პუბლიკა

საქართველოს პატრიარქმა, ილია მეორემ, სამების საკათედრო ტაძარში მიმდინარე წირვის შემდეგ, ქადაგებისას, ტაძრის აღმშენებლობაში შეტანილი წვლილისთვის ბიძინა ივანიშვილი დალოცა.

ლიტურგია გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით მიმდინარეობს, თუმცა 23 ნოემბერი სამების ტაძრის გახსნის დღეცაა. ტაძარი 15 წლის წინ ეკურთხა. ილია მეორემ ტაძრის მშენებლობაში შეტანილი წვლილისთვის ბიძინა ივანიშვილს, ანდრია ანდრიაძეს და ირაკლი ანდრიაძეს მადლობა გადაუხადა. მისი თქმით, ტაძრის მშენებლობაში მთელი საქართველო მონაწილეობდა, თუმცა ბიძინა ივანიშვილმა განსაკუთრებული წვლილი შეიტანა.

ამავე ლიტურგიაზე ბიძინა ივანიშვილი დალოცა მიტროპოლიტმა დანიელმაც.