იტალიაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდეონობა 1 016-მდე გაიზარდა

პუბლიკა

იტალიაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 1 016-მდე გაიზარდა, მათგან 188 ბოლო 24 საათში დაიღუპა – ინფორმაციას BBC ავრცელებს.

იტალიაში ინფიცირებულთა რაოდენობა ბოლო მონაცემებით, 15 113-ია. სახელმწიფო უწყების წარმომადგენელთა ინფორმაციით, განკურნებულია 1 258 შემთხვევა. ჩინეთის შემდეგ იტალიაში კორონავირუსი ყველაზე მასშტაბურად გავრცელდა.

„თუ ექიმები 24 საათი გაუჩერებლად მუშაობენ, ჩვენც შეგვიძლია სახლში დარჩენას შევეგუოთ. მოქალაქეების უდიდესი ნაწილი წესებს იცავს. ის, ვინც წესებს არ დაემორჩილება სამართლებრივად აგებს პასუხს“, – განაცხადა იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლუიოჯი დი მაიომ.


10 მარტს იტალია ე.წ. წითელ ზონად გამოაცხადა პრემიერ-მინისტრმა ჯუზეპე კონტემ. ქვეყანა მკაცრად იზოლირებულ რეჟიმზე გადაერთო. აკრძალვები ეხება საჯარო შეკრებებს, ასევე მოქალაქეებმა თავი უნდა აარიდონ ზედმეტ გადაადგილებას, თუ ამას სამუშაო ან გადაუდებელი აუცილებლობა არ მოითხოვს.

Reuters-ის ინფორმაციით, იტალიის პრემიერმა განაცხადა, რომ ამ გადაწყვეტილების მიზანი ყველაზე მოწყვლადი მოქალაქეების დაცვაა. მისივე თქმით, სახლში დარჩენა ყველაზე სწორი გადაწყვეილება იქნება იტალიაში მცხოვრებთა მხრიდან.

კორონავირუსის შემთხვევები იტალიის ოცივე რეგიონში დადასტურდა.