ივანიშვილის თქმით, პოლიტიკაში მოსვლა მისი მთავარი ქველმოქმედებაა

პუბლიკა

„ყალბი თავმდაბლობისა და კეკლუცობის გარეშე ვიტყვი, რომ ყველაზე ღირებული, რაც ქველმოქმედების კუთხით გამიკეთებია, ვფიქრობ, პოლიტიკაში ჩემი მონაწილეობაა”, – უთხრა entrepreneur.com-ს ინტერვიუში ბიძინა ივანიშვილმა, ყოფილმა პრემიერმა, მმართველი პარტიის თავმჯდომარემ. ინტერვიუ დღეს გამოქვეყნდა.

„უანგარობის პარალელურად, რაც ჭეშმარიტი ქველმოქმედების აუცილებელი პოსტულატია, პოლიტიკაში მონაწილეობა იმ ვითარებაში, იმ ხელისუფლების პირობებში, არათუ ქონების, არამედ ჩემი და ჩემი ოჯახის წევრების სიცოცხლის რისკზე გადიოდა”, – განმარტა ივანიშვილმა.

ის მიიჩნევს, რომ რადგან პოლიტიკაში მისმა მონაწილეობამ ხელი შეუწყო და შესაძლებელი გახადა, ძალაუფლებისგან მშვიდობიანად ჩამოეშორებინა ხალხის ჩაგვრაზე დაფუძნებული რეჟიმი, პოლიტიკაში შემოსვლა, ალბათ, მართლაც ყველაზე ღირებულია, რაც ცხოვრებაში გაუკეთებია.

LB loan image desktop LB loan image mobile