კორონავირუსი ჰაერით არ ვრცელდება - ჯანმო

პუბლიკა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აქვეყნებს ინფორმაციას, რომ კორონავირუსი ჰაერით არ ვრცელდება.

(COVID-19) გადაცემა ძირითადად ხდება დაავადებულ ადამიანთან ახლო კონტაქტით – წვეთოვანი გზით.

„ეს წვეთები ძალიან მძიმეა იმისთვის, რომ  ჰაერში დარჩეს. ის სწრაფად ეცემა ზედაპირებზე. შეიძლება დაინიფიცირდე, თუ დგახარ ინფიცირებულთან ერთ მეტრში, ან უფრო ახლოს. ეხები დაბინძურებულ ზედაპირს და შემდეგ ის მიგაქვს პირთან, ან თვალთან”, – წერს ჯანმო.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციით, ხელების ხშირად დაბანა და ხშირი გამოყენების მყარი ზედაპირების დეზინფექცია ვირუსისგან თავის დაცვის მთავარი საშუალებაა.

ამერიკის ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტის მკვლევრების მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით კი, რომლის შედეგებიც „New England Journal of Medicine”-ში 17 მარტს გამოქვეყნდა, ხველების შედეგად გამოყოფილ შხეფებში მყოფი ვირუსული ნაწილაკები ჰაერში 3 საათის განმავლობაში ძლებენ. ეს შხეფები 1-5 მიკრომეტრის ზომისანი არიან – ადამიანის თმის ღერზე 30-ჯერ პატარა.