კალიფორნიის ქალაქ ლოს-ანჯელესში უკვე რამდენიმე დღეა მოქალაქეები აშშ-ის საიმიგრაციო და საბაჟო აღსრულების სამსახურის (ICE) წინააღმდეგ აქციებს მართავენ.
მოქალაქეები საიმიგრაციო რეიდებს აპროტესტებენ.
აქციის მონაწილეებმა შეკრება მას შემდეგ დაიწყეს, რაც ფედერალურმა საიმიგრაციო ოფიცრებმა დაიწყეს ემიგრანტების მასობრივი დაკავება ლოს-ანჯელესის სხვადასხვა ნაწილში.
საპროტესტო აქციები პარასკევს დაიწყო და მოქალაქეები ძირითადად ქალაქის ცენტრში იკრიბებიან.
მედიის ცნობით, აქციის მონაწილეებმა ცეცხლი წაუკიდეს მანქანებს.
დააკავეს ათობით ადამიანი.
ასევე, მედიის ცნობით, აქციის მონაწილეების წინააღმდეგ პოლიცია რეზინის ტყვიებს, წიწაკის სპრეის და შუქბგერით ყუმბარებს იყენებს.
აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ქალაქში ეროვნული გვარდიის 4000 წევრის და 700 საზღვაო ქვეითის გაგზავნის ბრძანება გასცა.
საემიგრაციო რეიდები ტრამპის საარჩევნო კამპანიის ნაწილია.
მან პირობა დადო, რომ პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში აშშ-ის ისტორიაში „ყველაზე დიდ სადეპორტაციო ოპერაციას“ მოაწყობდა. ლოს-ანჯელესი, სადაც მოსახლეობის მესამედზე მეტი აშშ-ს გარეთაა დაბადებული, ოპერაციების მთავარი სამიზნეა.