მაჭავარიანის ქუჩასა და გელოვანის გამზირზე მოძრაობა 10 ოქტომბრამდე შეიზღუდება - მერია

პუბლიკა

თბილისის მერიის ინფორმაციით, მუხრან მაჭავარიანის ქუჩასა და მარშალ გელოვანის გამზირზე მოძრაობა 16 აგვისტოდან 10 ოქტომბრის ჩათვლით შეიზღუდება. მერიის ინფორმაციით, საავტომობილო მოძრაობის შეზღუდვის მიზეზი ამ ქუჩების დამაკავშირებელი გზის მშენებლობაა.

„16 აგვისტოდან 10 ოქტომბრის ჩათვლით, მარშალ გელოვანის გამზირზე მდებარე გადასასვლელი ხიდიდან, გელოვანის გამზირის N4-ში მდებარე პროფესიულ კოლეჯ „იკაროსის“ შენობისკენ და მიმდებარედ არსებულ დასახლებათან მისასვლელი გზა დაიკეტება.

სამუშაოების წარმოების პერიოდში, აღნიშნულ ტერიტორიამდე მისვლა შესაძლებელი იქნება ახლადრეაბილიტირებული ბროწეულის ქუჩის გავლით, მარშალ გელოვანის გამზირის N8-სთან არსებულ ჰიპერმარკეტ „ბრიკორამასა“ და „აგროჰაბს“ შორის ამავალი გზით“,- ნათქვამია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

LB loan image desktop LB loan image mobile