„მანამ არ აგიდგეთ გვერდები, სანამ მე თქვენ გამოსასყიდს გადაგიხდით“ - მელია „ოცნებას“

პუბლიკა

პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე Facebook-ის პირად გევრდზე პოსტს აქვეყნებს.

„ქართულ ოცნებას: მანამ არ აგიდგეთ გვერდები, სანამ მე თქვენ გამოსასყიდს გადაგიხდით
17:55 სთ. რუსთავის ციხე, “- წერს ის.

ევროკავშირის მიერ წარმოდგენილ შეთანხმების დოკუმენტს 19 აპრილს არ მოაწერა ხელი „ნაციონალურმა მოძრაობამ“, თუმცა ინდივიდუალური გადაწყვეტილება მიიღო სალომე სამადაშვილმა. დოკუმენტს ხელი მოაწერა ასევე „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა თავმჯდომარემ გრიგოლ ვაშაძემ.

გუშინ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში პოლიტიკურმა მხარეებმა ევროკავშირის დოკუმენტს ხელი მოაწერეს.

ცერემონიას საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა უმასპინძლა.

მას ესწრებოდნენ პროცესის მედიატორები – ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი და ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი კელი დეგნანი, ასევე პირდაპირი ეთერის საშუალებით ერთვებოდა ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი.

დოკუმენტს ხელი მოაწერეს:

  • „ქართულმა ოცნებამ“ (არჩილ თალაკვაძემ და შალვა პაპუაშვილმა)
  • „ლელომ“ (ბადრი ჯაფარიძემ და მამუკა ხაზარაძემ)
  • „სტრატეგია აღმაშენებელმა“(გიორგი ვაშაძემ)
  • „გირჩმა“ (ვახო მეგრელიშვილმა)
  • „გირჩი – მეტი თავისუფლებამ“ (ზურა ჯაფარიძემ)
  • სალომე სამადაშვილმა
  • დავით ბაქრაძემ
  • „რესპუბლიკურმა პარტიამ“(ხათუნა სამნიძემ)
  • „მოქალაქეებმა“ (ალეკო ელისაშვილმა)

ხელმოწერის ცერემონიას არ ესწრებოდნენ „ევროპული საქართველოსა“ და „ნაცონალური მოძრაობის“ ლიდერები, ასევე „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი და „სტრატეგია აღმაშენებლის“ ბლოკის წევრი თაკო ჩარკვიანი.