მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობაზე მისი ფუნქციები „მაინცდამაინც ვინმეს ხელმძღვანელობას არ გულისხმობს“.
სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა მას შემდეგ შექმნეს, რაც მამუკა მდინარაძემ სუსის უფროსის თანამდებობა დატოვა.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ განაცხადა, რომ სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა შეუსაბამოა კანონიერების პრინციპთან და „არსებითად ეწინააღმდეგება ხელისუფლების დანაწილების კონსტიტუციურ პრინციპს“.
ორგანიზაციის ანალიზის მიხედვით, მამუკა მდინარაძის ახალი თანამდებობა აჩენს ძალაუფლების კონცენტრაციის მაღალ რისკს და კითხვებს სასამართლო ხელისუფლების, პროკურატურისა და აუდიტის სამსახურის დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით.
მდინარაძის თქმით, „მისი კომპეტენციის ფარგლებში არსად არის მითითებული, რომ მე უნდა ვუხელმძღვანელო პროკურატურას, როგორც ისინი ირიბად მიუთითებენ; რომ უნდა ვუხელმძღვანელო აუდიტის სამსახურს“.
„ნაცმოძრაობა და მათი ენჯეოები ჯერ უნდა ჩამოყალიბდნენ, დამაწინაურეს თუ დამაქვეითეს და მერე ვილაპარაკოთ.
კოორდინაცია, კომუნიკაცია და მსგავსი ფუნქციები არ გულისხმობს ვინმეს ხელმძღვანელობას მაინცდამაინც. ეს შეიძლება გამომდინარეობდეს პრემიერის უფლებამოსილებიდან და მის მიერ ცალკეულ შემთხვევაში მინიჭებული და დელეგირებული უფლებამოსილებიდან, რომ ვიცე-პრემიერმა განახორციელოს ის კომპეტენცია, ის უფლებამოსილება მისი კომპეტენციის ფარგლებში, რაც მას გააჩნია. გადაჭარბებულ უფლებალოსილებებზე როცა საუბრობენ, უფრო მეტი კონცენტრაცია არის პრემიერის ხაზში, მაშინ პრემიერის ინსტიტუტი არ უნდა არსებობდეს საერთოდ“, – თქვა მამუკა მდინარაძემ.