მედვედჩუკი პუტინს მიმართავს და მარიუპოლის მცველებში გაცვლას სთხოვს

პუბლიკა

უკრაინის უშიშროების სამსახურის მიერ დაკავებული პრორუსი ოპოზიციონერი ვიქტორ მედვედჩუკი უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკისა და რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს მიმართავს და სთხოვს, მარიუპოლის დამცველებსა და მცხოვრებლებზე გაცვალონ. მიმართვის ვიდეოს უკრაინის უშიშროების სამსახურის ოფიციალური გვერდი აქვეყნებს.

მედვეჩუკი 12 აპრილს დაიჭირეს, მას უკვე შეეფარდა პატიმრობა. მედვეჩუკის უკრაინელ ტყვეებში გაცვლის ინიციატივით მისი დაკავებიდან რამდენიმე დღეში უკრაინის პრეზიდენტი გამოვიდა, საპასუხო განცხადებაში კი რუსეთი მიუთითებდა რომ მედვეჩუკი რუსეთის მოქალაქე არ არის.