ნებისმიერი მოქალაქის უფლება დაცულია. ზედმეტი აჟოიოტაჟის ატეხვა, მიმაჩნია არასწორად - პრემიერი პრაიდზე

პუბლიკა

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „თბილისი პრაიდთან” დაკავშირებით დეპუტატების მიერ დასმულ კითხვებს მხოლოდ ჩაკითხვის შემდეგ უპასუხა.

„თბილისი პრაიდთან“ დაკავშირებით პოზიციის დაფიქსირება პრემიერ-მინისტრს  „რესპუბლიკური პარტიის” წევრმა ხათუნა სამნიძემ და დამოუკიდებელმა დეპუტატმა თამარ კორძაიამ სთხოვეს.

„კანონითა და კონსტიტუციით არის ნებისმიერი მოქალაქის უფლება დაცული. ამაზე ზედმეტი აპელირება, ზედმეტი აჟოიოტაჟის ატეხვა, ჩემი აზრით, მიმაჩნია არასწორად. ჩვენ ამით ამ ადამიანების უფლებებს ვარღვევთ. მე ასე მიმაჩნია. არავინ არ განსხვავდება არავითარი ნიშნით. ამ ადამიანებს იცავს კანონი. და საერთოდ, ასეთი გამოყოფა და დისკრიმინაცია, სწორედ ეს არის. ასეთი ფორმით, ასეთი ნიშნით უმცირესობებზე საუბარი, მიმაჩნია, რომ სწორედ არის დისკრიმინაციის წახალისება”, — განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.