ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრემიერ-მინისტრი ძამბოლატ თედეევი თანამდებობიდან გადადგა.
სააგენტო „რესის“ ცნობით, თედეევმა გადადგომის შესახებ პირადად განუცხადა ე.წ. პრეზიდენტ ალან გაგლოევს „მთავრობის“ სხდომაზე, სადაც რუსეთთან თანამშრომლობის გაღრმავების შეთანხმების შესრულება განიხილეს.
ძამბოლატ თედეევის ნაცვლად მოვალეობას „პირველი მოადგილე“ კონსტანტინე ჯიოევი შეასრულებს.
„მთავრობა სრულად და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად გააგრძელებს ფუნქციონირებას მანამ, სანამ პარლამენტი ახალ პრემიერ-მინისტრს არ დაამტკიცებს“, – წერს „რესი“.