პარაზიტობა „ქართული ოცნების" ხმებზე - პაპუაშვილი გახარიას განცხადებაზე

პუბლიკა

მმართველი პარტიის წევრი შალვა პაპუაშვილი გიორგი გახარიას განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ 20 ივნისის ღამეს პარლამენტში მმართველი პარტიის დეპუტატები არ იყვნენ, უღირს ტყუილს უწოდებს.

„ის, რაც მან თქვა 20 ივნისთან დაკავშირებით, თითქოს ამ პარლამენტში არავინ იყო, ეს არის იმხელა ტყუილი და იმხელა უღირსი საქციელი, რომ უკვე ფარავს იმ უღირს საქციელს, როელსაც ჰქვია პარაზიტობა „ქართული ოცნების” ხმებზე. სამწუხაროა „ქართული ოცნების” საარჩევნო სიის პირველი ნომერი რომ ასე უღირსად იქცევა”, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა „რუსთავი 2-ის“ ეთერში.

20 ივნისთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას არასწორს უწოდებს არჩილ თალაკვაძეც.

„არ მინახავს ჩვენს კაბინეტებში შემოსულიყო. ყველამ იცის, რომ საპარლამენტო უმრავლესობის დიდი ნაწილი, სანამ აქცია დასრულდა, ვიმყოფებოდით საქართველოს პარლამენტში. თუ მას რამე სჭირდებოდა, მე ჩემს სამუშაო ადგილზე ვიმყოფებოდი. გამთენიამდე ჩვენ ვიყავით პარლამენტში, შესაბამისად, განცხადება, რაც გააკეთა, არის არასწორი და არ შეესაბამება სიმართლეს,” – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

გუშინ ყოფილმა პრემიერმა და პარტია „საქართველოსთვის“ დამფუძნებელმა გიორგი გახარიამ „TV პირველის“ ეთერში ისაუბრა. მან 20 ივნისთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვებზე პასუხისას განაცხადა, რომ პარლამენტში იმ ღამეს არავინ არ იყოს და ის ეძებდა ვინმეს [პასუხისმგებელ პირს].