პარტია „თავისუფალი დემოკრატები“ „ღირსების მარშს“ უერთდება

პუბლიკა

პარტია „თავისუფალი დემოკრატები“ სოლიდარობას უცხადებს და უერთდება 5 ივლისს დაგეგმილ „ღირსების მარშს“. ამის შესახებ პარტიის განცხადებაშია ნათქვამი.

„ვუერთდებით „ღირსების მარშს – სოლიდარობისთვის“ და სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ ლგბტ თემის წარმომადგენლებს საკუთარი უფლებების დაცვისთვის ბრძოლაში.

მიუღებელია, როდესაც ხდება ადამიანების სხვადასხვა ნიშნით დაყოფა და საზოგადოების არათანაბარ წევრებად წარმოჩინება. ჩვენ თუ გვინდა შევდგეთ როგორც სახელმწიფო, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ნებისმიერმა ადამიანმა თანაბრად იგრძნოს თავი დაცულად და თვითრეალიზებულად ამ ქვეყანაში.

დღეს იწყება პრაიდის კვირეული და იმედი მაქვს, ყველანი ერთად შევძლებთ დავანახოთ არამარტო ლგბტ თემის წარმომადგენლებს, არამედ ყველა იმ ადამიანს ვინც რაიმე ნიშნით თავს გრძნობს გარიყულად საზოგადოებიდან, რომ შეგვიძლია მათი თანადგომა. მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, დაიცვას კანონი და უზრუნველყოს ყველა ღონისძიების მშვიდობით ჩატარება“, – ნათქვამია პარტიის განცხადებაში.


Tbilisi Pride-ის ინიციატივით, 5 ივლისს „ღირსების მარში“ გაიმართება. ორგანიზატორების თქმით, გარდა „ღირსების მარშისა“ მოეწყობა პრაიდის კვირეული, რომლის ფარგლებშიც გაიმართება ფესტივალი და სხვა კულტურული ღონისძიებები. ღირსების მარშის სლოგანი იქნება – „გამოდი სოლიდარობისთვის“ .


LB loan image desktop LB loan image mobile