პეტრე ცაავას გათავისუფლების მიზეზი მისი საჯარო განცხადებებია – მეუფე საბა

პუბლიკა

„მეუფე პეტრეს მიტროპოლიტობიდან გათავისუფლების მიზეზი მისი საჯარო განცხადებები იყო.” – ამის შესახებ სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ მეუფე საბამ განაცხადა.

მისივე თქმით, მეუფე პეტრემ მისი გათავისუფლების შემდეგ, როცა გადაწყვეტილება მოისმინა, სხდომის დატოვებამდე წამოიძახა ის, რაც შემდგომ მისი გათავისუფლების მიზეზად საჯაროდ დაასახელა.

მეუფე საბა ინწკირველი გულისხმობდა პეტრე ცაავას განცხადებას, რომლის მიხედვითაც, მიტროპოლიტობიდან მისი გათავისუფლების  „მიზეზი საქართველოს ეკლესიაში მამათმავლობის მხილებაა“.

„ადამიანმა შეიძლება, ყველაფერი თქვას, მაგრამ, როდესაც მას არ აქვს დასაბუთება, ეს არის ცილისწამება და ბრალდება. როდესაც ხდებოდა მეუფე პეტრესთან დაკავშირებით მისი საკითხის განხილვა, ჩვენ ვცდილობდით, რომ მას გამოეთქვა სინანული, რადგანაც თუკი არის ეკლესიაში პრობლემები, მან უნდა ისაუბროს ამაზე სინოდზე. მან დაარღვია ამით კანონიკური კუთხე და სინოდის ნაცვლად საჯაროდ როდესაც მიდის საუბარი და თანაც დაუსაბუთებელი ბრალდებები, ჩვენგან იყო მისადგმი მოთხოვნა, რომ მას შენდობა ეთხოვა, მაგრამ გადაგვიჭრა ყველა გზა. მე ვიყავი პირადად ერთ-ერთი მათგანი, რომელიც ვაპირებდი დავჩოქილიყავი წმინდა სინოდის მღვდელმთავრების წინაშე და მეთხოვა, რომ მიგვეცა შანსი მეუფე პეტრესთვის, მაგრამ მან გადაჭრა ყველა გზა“, – განაცხადა ჩრდილო ამერიკის ეპისკოპოსმა საბამ.