ქუთაისში ქალი მოკლეს - შსს

პუბლიკა

წუხელ ქუთაისში ახალგაზრდა ქალი მოკლეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში აცხადებენ, რომ ცხედარი სახლში იპოვეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

კითხვაზე, არის თუ არა დაკავებული ვინმე ამ საქმეზე, შსს-ში აცხადებენ, რომ მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო მოქმედებები.

LB loan image desktop LB loan image mobile