რატიანი აპირებს, რომ წაგებული შრომითი დავა სააპელაციოში გაასაჩივროს

პუბლიკა

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი ლევან რატიანი აპირებს, რომ საქალაქო სასამართლოში წაგებულ შრომით დავას სააპელაციოში გაასაჩივროს.

„მეგონა, რომ მადლობას მეტყოდნენ, როცა საფრთხისმომცემ მედპერსონალს სამსახურიდან გავათავისუფლებდი… ნებისმიერ ასეთ დარღვევაში, სადაც დაარღვევს ნებისმიერი მედპერსონალი პაციენტის უსაფრთხოებას, ყველა ღონეს მოვიხმარ, რომ ასეთი ჩემს გუნდში არ იყოს. გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში აუცილებლად გასაჩივრდება და პირობას ვიძლევი, რომ ქალბატონ ნინოს მსგავსი მედპერსონალი… ვუსურვებდი ჩემს ქვეყანას, არ ჰყოლოდეს“, – განაცხადა ლევან რატიანმა „TV პირველთან”.

პირველ ინსტანციაში კლინიკას შრომითი დავა ექთანმა ნინო კვაჭაძემ მოუგო.