„რუსეთი დნესტრისპირეთის რეგიონზე სარაკეტო დარტყმას ამზადებს" - უკრაინული დაზვერვა

პუბლიკა

რუსეთი დნესტრისპირეთის რეგიონზე სარაკეტო დარტყმას ამზადებს მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლით, – ამის შესახებ უკრაინის დაზვერვა წერს.

უწყება ასევე ავრცელებს ტელეგრამ-SMS-ის სქრინსაც და ამბობს, რომ დნესტრისპირეთის სეპარატისტულ რეგიონში მცხოვრები მოსახლეობა უკრაინული მხარის სახელით fake-მესიჯებს იღებს და რომ უკრაინას არანაირი კავშირი არ აქვს ამ პროვოკაციასთან.

SMS-ში, რომელსაც უკრაინული მხარე დეზინფორმაციას უწოდებს, ნათქვამია:

„უკრაინის უსაფრთხოების სამსახური დაჟინებით გირჩევთ მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციას უსაფრთხო რეგიონებში. გარწმუნებთ, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები მშვიდობიან მოსახლეობას ზიანს არ უსურვებს, თუმცა, ქალაქებში დარჩენილები აღიქმებიან დივერსიულ ჯგუფებად და გაფრთხილების გარეშე განიდევნებიან. ზუსტად 19:00 საათზე რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებული ობიექტების სარაკეტო და საარტილერიო სროლები განხორციელდება”.

როგორც დაზვერვის განცხადებაშია აღნიშნული, ამ SMS-ის შინაარსი აქტიურად შუქდება რუსული პროპაგანდული მედიების მიერ.