საბერძნეთის პოლიციის თქმით, დააკავეს ქართველი მძღოლი, რომელსაც მიგრანტები გადაჰყავდა

პუბლიკა

საბერძნეთის პოლიციამ მანქანა-მაცივარში, რომელსაც ქართველი მძღოლი მართავდა, 41 ადამიანი იპოვა. The Guardian-ის ინფორმაციით, მიგრანტების ნაწილს სუნთქვის პრობლემები ჰქონდა და 7 მათგანის საავადმყოფოში გადაყვანა მოუწიათ.

ქართველი მძღოლი პოლიციამ დააკავა. სატვირთო მანქანის გაგრილების სისტემა მწყობრიდან საბერძნეთის ქალაქ ქსანთთან გამოვიდა, როცა პოლიციამ გააჩერა. მიგრანტების უმეტესობა, საბერძნეთის პოლიციის ინფორმაციით, ავღანელია.

„გამოძიება გრძელდება, თუმცა ვფიქრობთ, სატვირთო თურქეთიდან შემოვიდა“, – თქვა პოლიციის პრესსპიკერმა თეოდოროს ქრონოპოლუსმა. პოლიციის ინფორმაციით, მიგრანტებს საბერძნეთიდან ევროკავშირის სხვა ქვეყნებში სურდათ გადასვლა.