სამედიცინო დაწესებულებებში 3 ადამიანია გადაყვანილი – სამინისტრო

პუბლიკა

სასწრაფო დახმარების ეკიპაჟებმა სამედიცინო დაწესებულებებში  3 პაციენტი გადაიყვანეს, – ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, მათ შორის ერთი პოლიციელია, რომელსაც ჭრილობა აქვს მიყენებული თავის არეში და გადაყვანილია კავკასიის მედიცინის ცენტრში, სადაც  შესაბამის კვლევას გადის.

„ერთი – 44 წლის მოქალაქე  გულ-მკერდის არეში ტკივილით შეყვანილია ინგოროყვას კლინიკაში. მისი ზოგადი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ამჟამად კვლევის პროცესშია, მესამე პაციენტი კი გადაყვანილია „ნიუ ჰოსპიტალსში“ – 27 წლის  მამაკაცი, რომელმაც ხალხის მასაში მოქცევის შედეგად გონება დაკარგა. მისი მდგომარეობა ასევე სტაბილურია“,  – აცხადებს ჯანდაცვის სამინისტრო.

LB loan image desktop LB loan image mobile