საოკუპაციო ძალებმა სოფელ გუგუტიანთკარის მკვიდრი უკანონოდ დააკავეს - სუს

პუბლიკა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, გუშინ, 2 თებერვალს საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუტიანთკარის მიმდებარე ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ დააკავეს ამავე სოფლის მკვიდრი.

„საოკუპაციო ძალების მიერ უკანონო დაკავების ფაქტთან დაკავშირებით გააქტიურდა ცხელი ხაზი. მომხდარის შესახებ ეცნობა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას. ასევე, მოხდა საერთაშორისო პარტნიორების ინფორმირება“, – აღნიშნულია სუს-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უწყება ხაზს უსვამს, რომ უკანონო დაკავებები მნიშვნელოვნად აუარესებს საოკუპაციო ხაზის გასწვრივ, ასევე ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული უსაფრთხოების გარემოს და ართულებს ადგილობრივი მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებას.

როგორც სუს-ი ამბობს, არსებული მექანიზმების გამოყენებით მიმდინარეობს აქტიური მუშაობა უკანონოდ დაკავებული პირის დაუყოვნებლივ გათავისუფლების მიმართულებით.