საქართველომ დაასრულა კითხვარის მეორე ნაწილზე მუშაობა – მინისტრი

პუბლიკა

მთავრობის ადმინისტრაციაში საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის სამთავრობო კომისიის სხდომა გაიმართა.

სხდომის დასრულების შემდეგ საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა განაცხადა, რომ ქვეყანა EU-ის კითხვარის მეორე ნაწილზე პასუხებს 10 მაისს წარუდგენს ევროკომისიას.

„საქართველომ დაასრულა კითხვარის მეორე ნაწილზე მუშაობა და აღნიშნული დოკუმენტი მხოლოდ და მხოლოდ ტექნიკურ ნაწილში საჭიროებს მომზადებას. ჩვენ ვგეგმავთ, რომ 10 მაისისთვის გადასცემს საქართველო ევროკომისიას კითხვარის ბოლო ნაწილს“, – განაცხადა მინისტრმა.