საქსტატი: 2019 წლის საშუალო რეალური ეკონომიკური ზრდა 5.2 %-ით განისაზღვრა

პუბლიკა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2019 წლის დეკემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 3.8% შეადგინა, ხოლო 2019 წლის საშუალო რეალური ზრდა 5.2 %-ით განისაზღვრა.

საქსტატის ცნობით, 2019 წლის დეკემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდა შეინიშნებოდა შემდეგ საქმიანობებში: დამამუშავებელი მრეწველობა, ტრანსპორტი და დასაწყობება, საბითუმო და საცალო ვაჭრობა, ავტომობილებისა და მოტოციკლების რემონტი, სასტუმროები და რესტორნები. კლება დაფიქსირდა მშენებლობის სექტორში.