სასწავლო პროცესი, შესაძლოა, შერეული სისტემით განახლდეს

პუბლიკა

სასაწავლო პროცესი შესაძლოა შერეული სისტემით განახლდეს, – ამის შესახებ პარლამენტში ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ ისაუბრა. მისი თქმით, შერეული სისტემა გულისხმობს როგორც სასკოლო სწავლებას, ისე ონლაინწავლას.

„მომზადება, რა თქმა უნდა, მიდის იმისთვის, რომ სასკოლო გარემო იყოს მაქსიმალურად უსაფრთხო.  სკოლებთან დაკავშირებით რეკომენდაციები დასრულდება და გამოქვეყნდება ამ დღეებში.

ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მოდელი, რომელზედაც ჩვენ ვფიქრობთ და რაც გლობალურად აღიარებულია, ეს იქნება შერეული მოდელი, რომელიც ითვალისწინებს გარკვეულწილად ონლაინსწავლებას და გარკვეულწილად საკლასო სწავლებას. ამდენად ამ ორი მეთოდის ბალანსირებულად გამოყენებით,  ჩვენ ვფიქრობთ,  შესაძლებელი იქნება სასკოლო პროეცესის უსაფრთხოდ დაწყება და შემდეგ გაგრძელება, “- განაცხადა თამარ გაბუნიამ.