თავდაცვის სამინისტრო ღარიბაშვილის ფეისბუქგვერდებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

პუბლიკა

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო სპეციალურ განცხადებას ავრცელებს. განცხადება სოციალურ ქსელებში თავდაცვის მინისტრის, მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილის გვერდებს ეხება.

“სოციალურ ქსელებში პერიოდულად საქართველოს თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის სახელთან დაკავშირებული არაერთი ყალბი გვერდი იქმნება, რომლებიც საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და დეზინფორმირებას ისახავს მიზნად.

მოცემული გვერდებით ხდება მცდარი ინფორმაციის გავრცელება და გარკვეული პოლიტიკური დღის წესრიგით საზოგადოებრივი აზრის მანიპულირება.

მოგახსენებთ, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტრო და საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობენ მხოლოდ ოფიციალური “ფეისბუქ” და “ტვიტერის” გვერდებით. საზოგადოებას მოვუწოდებთ სიფრთხილე გამოიჩინონ აღნიშული ტიპის გვერდებზე განთავსებული ინფორმაციის მიმართ” – ვკითხულობთ განცხადებაში, რომელსაც სამინისტრო საგანგებოდ ავრცელებს.