თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილებით, ტაქსების ბამპერიც თეთრი ფერის უნდა იყოს

პუბლიკა

თბილისის საკრებულოს 8 ნოემბერს მიღებული დადგენილების მიხედვით, ტაქსების ბამპპერიც თეთრი ფერის უნდა იყოს. ცვლილება ტაქსების რეგულირების წესში შევიდა.

„ნებართვაში მითითებული სატრანსპორტო საშუალების ძირის ყველა ელემენტი, მათ შორის ბამპერი, უნდა იყოს თეთრი ფერის. გამონაკლისია ის შემთხვევა, როდესაც ძირის ზედა ნაწილი (სახურავი) შუშისაა“, – წერია დადგენილებაში. 

თეთრი ფერის ტაქსებზე რეგულაცია 2019 წლის 1 ოქტომბრიდან შევიდა ძალაში.