„ტრანსპორტი ყველას“ | კანცელარიასთან მორიგი აქცია გაიმართა

პუბლიკა

მთავრობის კანცელარიასთან „მწვანეების“ ორგანიზაცებით მორიგი აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეები მოითხოვენ, აღდგეს საზოგადობრივი ტრანსპორტი და გაუქმდეს ე.წ. კომენდანტის საათი.

აქციის მონაწილეების თქმით, ისინი საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენის მოთხოვნით პერმანენტულ აქციებს გამართავენ.

აქტივისტები ამბობენ, რომ პანდემიის გამო ისედაც მძიმე სოციალური მდგომარეობა, რომელშიც ადამიანები აღმოჩნდნენ, ტრანსპორტის არარსებობის გამო კიდევ უფრო დამძიმდა.